სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო მახოს საჯარო სკოლის მოსწავლე ელისო შანთაძე Izrune.ge-სგან წამახალისებელი საჩუქრებით დაჯილდოვდა
24-09-2018
-
+


ქვემო მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეს ელისო შანთაძეს Izrune.ge-მ წამახალისებელი საჩუქრები გაუგზავნა. 

მოსწავლის მშობელმა Izrune.ge-ს და მის დამფუძნებელს, გოჩა ტყეშელაშვილს მადლობის წერილი გამოუგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

„მივესალმები Izrune.ge-ს გუნდს და უღრმესი მადლობა მის დამფუძნებელს ბ-ნ გოჩა ტყეშელაშვილს. მინდა გითხრათ, რომ ჩემი შვილი ელისო შანთაძე გასული სასწავლო წლის აპრილში დაარეგისტრირა მისმა აქტიურმა დამრიგებელმა სალომე ლორთქიფანიძემ და უკვე შევძელით 3 ოქროს დიპლომის აღება. ამან მოტივაცია აუმაღლა ბავშვს და უფრო მეტად დაინტერესდა. 

ახლა კი ახალი სასწავლო წელი სიურპრიზებით დაიწყო. ელისომ საჩუქრები მიიღო და ის ძალიან გაახარა თავისი მეგობარი პროექტის ყურადღებამ.

ჩემი შვილი მოუთმენლად ელის ყოველ ხუთშაბათს და ჯერ არც ერთი დღე არ გამორჩენია. ძალიან მოსწონს ტესტები, რომელიც მისი ასაკის შესაბამისად არის შედგენილი. ერთი სიტყვით, შვილთან ერთად მეც აქტიურად ვარ ჩართული ამ პროექტში და შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს ვურჩევ დროულად გახდნენ ამ პროექტის მეგობარი. მადლობა ყველას“ - ნათქვამია წერილში. 

იხილეთ ფოტო 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება