სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორმა გამარჯვებული პედაგოგები და მოსწავლეები დააჯილდოვა
24-09-2018
-
+


ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორმა მარინა ისკაკოვამ ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს, ტრადიციულად, სხვადასხვა წამახალისებელ ნომინაციებში გამარჯვებული პედაგოგები, მოსწავლეები და კლასები სიგელებით დააჯილდოვა. 

ნომინაციაში -„წლის საუკეთესო დამრიგებელი“ დაწყებითი კლასების პედაგოგი ანიკო ხურციძე დაჯილდოვდა.

„წლის საუკეთესო პედაგოგის“ ნომინაციაში კი დაწყებითი კლასების პედაგოგმა სოფიო ბახსოლიანმა გაიმარჯვა. 

სიგელი, ნომინაციაში - „წლის საუკეთესო დაწყებითი საფეხურის კლასი“ გამარჯვებისთვის, პედაგოგ ლამარა საღრიშვილის მე-2ბ კლასს გადაეცა.

„საბაზო საფეხურის წლის საუკეთესო კლასად“ პედაგოგ მარიამ სანიკიძის მე-9ა კლასი დასახელდა.

პედაგოგ ნუნუ ცირეკიძის მე-10ა კლასმა “საშუალო საფეხურის საუკეთესო კლასის„ ტიტული მოიპოვა. ამავე კლასის მოსწავლე მარიამ ჭირაქაძე კი „საშუალო საფეხურის საუკეთესო მოსწავლედ„ დასახელდა.

„საუკეთესო მოსწავლის“ ტიტული საბაზო საფეხურიდან პედაგოგ ფიქრია ხაჭაპურიძის მე-8ბ კლასის მოსწავლემ თამარ ფცქიალაძემ მოიპოვა.

დაწყებითი საფეხურიდან „წლის საუკეთესო მოსწავლის“ ნომინაციაში გამარჯვება პედაგოგ ნანა კუჭუხიძის მე-5 კლასის მოსწავლემ ანი წიქარიშვილმა და პედაგოგ მაკა სანიკიძის მე-4 კლასის მოსწავლემ გიორგი ნადარეიშვილმა გაინაწილეს.

ნომინაციაში - „წლის საუკეთესო თანამშრომელი“ სკოლის ინფორმაციული მენეჯერი, მათემატიკის პედაგოგი მაია კაკაბაძე დაჯილდოვდა.

სკოლის დირექტორმა სკოლის კოლექტივს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. დირექტორის მოადგილემ თამარ ქობულაძემ კი საუკეთესო შედეგების მისაღწევად პედაგოგებთან და მშობლებთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება