სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ“ - თბილისის N99 საჯარო სკოლა მოსწავლეთა ბედნიერ მომავალზე ზრუნვით გამოირჩევა
21-09-2018
-
+


თბილისის N99 საჯარო სკოლაში Izrune.ge-ს პრეზენტაცია გამორჩეული მასშტაბებითა და ემოციით წარიმართა.

ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალსა და მის ავტორს, გოჩა ტყეშელაშვილს სკოლის წარმატებულმა მენეჯერმა, ნინო მესხიშვილმა, საუკეთესო პედაგოგებთან და შვილის ბედნიერი მომავლით დაინტერესებულ მშობლებთან ერთად უმასპინძლა.

შეხვედრას თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ გულორდავა ესწრებოდა, რომელმაც საკუთარი გამოცდილება და Izrune.ge-ს ინოვაციურობა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა.

ამასთან, გააჟღერა ინფორმაცია, რომ ნინო მესხიშვილი ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებების, გამორჩეული პედაგოგიური კოლექტივისა და სასკოლო კონტიგენტის გამო, ისანი-სამგორის სკოლების დირექტორთა სათათბიროს თავმჯდომარე გახდა.

გოჩა ტყეშელაშვილმა კი Izrune.ge-ს ინდივიდუალური ტესტების პირდაპირ რეჟიმში გავლისა და მოსწავლეთა მოტივირების შემდეგ, უპრეცენდენტო ინიციატივა გააცნო დამსწერეებს - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,  Izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

„საქართველოს ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას კი თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო უზრუნველყოფს.  

მთელი პრეზენტაციის განმავლობაში აპლოდისმენტები და შეძახილები არ ცხრებოდა.

წარმატებული სკოლის დირექტორი ნინო მესხიშვილი ამაყი იყო მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების კეთილგონიერებით და Izrune.ge-ს ირგვლივ - ოჯახის, ბავშვის, სკოლისა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანებაში შეტანილი წვლილით.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება