| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სადგურ მარელისის სკოლაში საახალწლო ზეიმი ორ ეტაპად ჩატარდა: 28 დეკემბერს პატარებმა წარმოადგინეს საახალწლო კომპოზიცია ზღაპრების თემაზე, სადაც ყველას შესაბამისი როლი ჰქონდა მორგებული და სიმღერით, ცეკვით, ინსცენირებითა და დეკლამაციით გაჯერებული საახალწლო განწყობა შექმნეს დარბაზში.
კოსტუმირებული პატარები ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს და საოცარ ზღაპრულ სამყაროს ქმნიდნენ სცენაზე.
ბავშვებთან ერთად პედაგოგები ბაბილინას და მერი პოპინსის როლებში სცენაზე პატარებთან ერთად საოცარ გარემოს ქმნიდნენ.
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, შეზავებული იყო ერთმანეთში ხალისი, სითბო,სიყვარული და ახალი წლის საგალობელი მუსიკად იღვრებოდა სააქტო დარბაზში.
სკოლის დირექტორმა დაწყებით კლასებს საკლასო საჩუქარები გადასცა სასწავლო აქსესუარების სახით და მიულოცა ახალი წელი:
“თქვენი ხვალინდელი დღე ზეიმი უნდა იყოს და გისურვებთ 2017 წელმა ყოველდღიურობა ზეიმად გიქციოთ“- მიმართა დარბაზს სკოლის დირექტორმა ვერა ოდიკაძემ და პატარებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
სააქტო დარბაზი უკვე უფროსკლასელებს დაეთმოთ.
ყველა კლასმა წარმოადგინა საახალწლო ნომერი, იყო ხალისი, სითბო და საახალწლო განწყობა.
ამ განწყობას კიდევ უფრო ალამაზებდა მოსწავლეთა მიერ მაღალ დონეზე შესრულებული თანამედროვე და ქართული ცეკვები, სიმღერები, სკეტჩები, იუმ
სკოლის ყველა პედაგოგისა და თანამშრომლის სახასიათო დამსახურებების მხატვრულ ასპექტში გამოსახვა შესაბამის ბარათებზე გადატანილი მოსწავლეებმა სიყვარულით გადასცეს ადრესატებს და პოლიფონიურ გარემოში დაასრულეს საახალწლო ზეიმი.
სკოლის დირექტორმა ყველა კლასს საჩუქრად გადასცა კედლის საათი და მათ დროის შესაბამისად სვლისკენ მოუწოდა.
საახალწლოდ მოირთო და გალამაზდა სკოლის ინტერიერი.
მოსწავლეთა და პედაგოგთა ძალისხმევით შექმნილი იქნა სხვადასხვა სახის საზეიმო ნაწარმები და გალამაზდა გარემო.
როგორც სკოლის მასწავლებლები აღნიშნავენ, სილამაზესთან შენივთებული ხალისიანი დღეები ახალი წლის ნამდვილ ზღაპრად იქცა და ყველა ამაღლებულ განწყობაზე დააყენა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ