| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის №5 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ.
სკოლის 66 კურსდამთავრებული უმაღლეს სასწავლებელებში ჩაირიცხა, მათგან ხუთმა 100%-იანი გრანტი მოიპოვა, ოთხი 70%-იანი გრანტის მფლობელია, კიდევ ოთხმა კი 50%-იანი გრანტი აიღო.
20 კურსდამთავრებული უფასო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. უმრავლსესობა კი სწავლას პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში აგრძელებს.
გრანტის მფლობელები არიან - ანანო მოსეშვილი-100%, სოფიო მამულაშვილი-100%, სოფიო თედორაძე-100%, გვანცა ნოზაძე-100%, ქეთევან ყავრელიშვილი-100%, თამარ ივანოვი-70%, თინათინ გრიგალაშვილი-70%, ნიკა აკოფაშვილი-70%, ანი გოგნაძე-70%, ლევანი წიკლაური-50%, მარიამ ვედიაკოვი-50%, ლევანი ზაზაძე-50%, დავით წიკლაური-50%.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი სკოლის ყველა კურსდამთავრებულს ულოცავს სტუდენტობას და მათი მიღწევებით ამაყობს.
„სკოლის პედაგოგებს იმედი გვაქვს, ისინი ისეთ განათლებას მიიღებენ, რომ თავისუფლად შეძლებენ მოღვაწეობას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, გაუმკლავდებიან იმ დიდ და რთულ გამოწვევებს, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული, თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“