სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

რა წამლები უნდა გქონდეთ სახლში, თუ პატარა გყავთ - ექიმი კომაროვსკი
18-09-2018
-
+


ყველა ოჯახში არის სამდიცინო ჩანთა, რომელშიც აუცილებელი მედიკამენტებია თავმოყრილი - იოდი, ბრილიანტის მწვანე, ბამბა და ბინტი, სიცხისდამწევი საშუალება.

მაშინ კი როდესაც ოჯახში ბავშვი იბადება - სამედიცინო ჩანთის შევსების აუცილებლობა ჩნდება, რომელსაც დიდი ყურადღებით უნდა მივუდგეთ. საბავშვო სამედიცინო ჩანთაში უნდა იყოს საშუალებები, რომელიც ბავშვთან დაკავშირებულ უსიამოვნებებზე რეაგირების საშუალებას ექიმთან ვიზიტამდე მოგვცემს. 

ცნობილი პედიატრის ევგენი კომაროვსკის რჩევების მიხედვით, საბავშვო სამედიცონო ჩანთის შემადგენელი აუცილებელი საშუალებების ნუსხას გთავაზობთ. 


• მაკრატელი
• ბამბა
• ბაქტერიციდული პლასტირი
• სტერილური ბინტების კომპლექტი
• სისხლდენის შესაჩერებელი ჩალიჩი
• თერმომეტრი
• ერთჯერადი შპრიცები
• სიცხის დამწევი საშუალება
• პერორალური რეჰიდრატაციის საშუალება - ფხვნილი, რომელიც გაუწყლოების დროს მიიღება (რეჰიდრონი)
• ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები
• გლიცერინის სანთლები
• დამწვრობის საწინააღმდეგო პრეპარატები
• ანტისეპტიკური ხსნარი
• ცხვირის ლორწოვანი გარსის დამატენიანებელი საშუალება


აღსანიშნავია, რომ ეს ბავშვთა პირველი დახმარების ნაკრებისთვის მედიკამენტების ზოგადი ჩამონათვალია, რადგან სერიოზული პრეპარატები და თავად მკურნალობის მეთოდი მკურნალმა ექიმმა უნდა დანიშნოს. 

გაითვალისწინეთ, რომ თვითმკურნალობას და ბებიის მეთოდებს შედეგი არ მოაქვს და ბავშვს მხოლოდ ვნებს, ექიმს კი - დაავადების ზუსტი სურათის დანახვაში უშლის ხელს.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება