სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გალავნის საჯარო სკოლაში შემეცნებითი ღონისძიებები ზაფხულშიც არ შეწყვეტილა
18-09-2018
-
+


გალავნის საჯარო სკოლა მშვიდობის კორპუსთან წლების განმავლობაში მეგობრობს.  

სწორედ მათი მხარდაჭერით, სკოლაში „საზაფხულო სკოლა“ წელსაც ფუნქციონირებდა, რომლის მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება გახლდათ.  

აღნიშნულში სკოლის გარემოსდაცვის კლუბ „მართვეს“ წევრები და მაღალი კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ. საზაფხულო სკოლის ორგანიზატორები იყვნენ: ჯესიკა როდმანსი, ციცინო რომელაშვილი და ინგლისური ენის  პედაგოგები-ეკა სისაური და თამარ ლალიაშვილი. 

ბავშვებმა სამი დღე საინტერესოდ გაატარეს. მათ მოისმინეს ლექციები: „გლობალური პრობლემები“, „გარემოს დაცვა და მისი მნიშვნელობა“, „ფუტკარი, ბუნების საოცრება და მისი როლი მედიცინაში“ და „საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავება სასუქად“. 

ამავდროულად, მონაწილეები წინანძღვრიაანთკარის პროფესიულ კოლეჯში სტუმრად იყვნენ, სადაც ტყის იარუსიანობას, დაცვის საკითხებსა და ხანძრის დროს უსაფრთხოების წესებს გაეცნენ. 

ბოლოს კი, საზაფხულო სკოლის მოსწავლეებმა კვირაცხოველი და შირმის წყარო მოინახულეს და მათ ისტორიას გაეცნენ. 

ამავდროულად, შირმის წყაროსა და სკოლის  ტერიტორიაზე სპორტული და ინტელექტუალური თამაშების პარალელურად დასუფთავების აქცია მოაწყვეს. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი -  2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის

აბიტურიენტებისთვის კიდევ სამი გამოცდის ქულა გამოქვეყნდა

სტრუქტურული ცვლილებები განათლების სამინისტროში - ვალდებულებები და კომპეტენციები გაიწერა

მასწავლებელთა ბოლო 3 გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა 

მინიმალური გამსვლელი ქულები ცნობილია - გამოცდები 2026

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

სკოლაში ახარებთ, რომ მოსწავლეთა განათლებაში ჩადებული შრომა დაუფასდათ

კონფერენცია ჩატარდა თემაზე - „პედაგოგიური და მენეჯერული პრაქტიკა: ინოვაციები, გამოწვევები და შესაძლებლობები“
 
 
 
ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ აფხაზეთიდან დევნილი ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი მოსწავლეები
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება