სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

4 ფაქტი ბავშვთა სტომატიტის შესახებ, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს
21-09-2018
-
+


სტომატიტი - არასასიამოვნო მოვლენაა. პირში გაჩენილი ეს მტკივნეული წყლულები ბავშვსა და მშობელს ცხოვრების ჩვეული რიტმიდან რამდენიმე დღე, ზოგჯერ კი რამდენიმე კვირა აგდებს. რა უნდა იცოდნენ მშობლებმა სტომატიტზე, რომ ბავშვს მდგომარეობა შეუმსუბუქონ?

სტომატიტის სახეები


ტრავმატული - ასეთი, სტომატიტი ვითარდება მაშინ, თუ ბავშვმა ენაზე ან ტუჩზე იკბინა და ანთება განვითარდა. ტრავმატული წყლულები შესაძლოა ბრეკეტების ხმარების შედეგიც იყოს.

აფტოზური - წყლულები, რომლებიც ჩნდება ბევრი გარემოების გადაკვეთის შედეგად: რკინის ნაკლებობიდან დაწყებული, პირში ბინძური ხელების ჩადებით დამთავრებული.

ქრონიკული სტომატიტი - ორი და მეტჯერ ჩნდება, ხშირად ბავშვის დაბალ იმუნიტეტსა და სისხლში რკინის დაბალ მაჩვენებელზე მეტყველებს.

ჰერპესული - ჰერპესის ვირუსი იწვევს, მძიმედ გადაიტანება, მაგრამ ეფექტურ მკურნალობას ექვემდებარება. იგი ძალიან გადმდებია. ყველაზე ხშირად აწუხებთ საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებს.

სიცხე წყლულის დროს

ჰერპესული სტომატიტის დამახასიათებელი თვისებაა - მაღალი ტემპერატურა. მაშინაც კი, თუ წყლული ერთი ან ორია - სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს მიაღწიოს. აფტოზური სტომატიტის დროს ტემპერატურა არ იმატებს, მაგრამ წყლული ძალიან მტკივნეულია, ბავშვი უარს ამბობს საკვებზე და თავს ცუდად გრძნობს.


მკურნალობა

ჯერ კიდევ 30 წლის წინ სტომატიტს მკურნალობდნენ სპირტის საფუძველზე დამზადებული სხვადასხვა სახის ნაყენებით მათ შორის  მეთილენის ლურჯითა და ფუკორცინით. სწორედ ეს ნაყენები არ არის ეფექტური ამ დაავადების სამკურნალოდ. უფრო მეტიც, მას დაავადების დამძიმება გამოიწვიოს.  

მედიკამენტების მიღება დამოკიდებულია სტომატიტის სახეობაზე. თუ თქვენ ჰერპესულს წააწყდით, სპეციალურ ანტივირუსულ აბებს გამოგიწერენ. რაც უფრო ადრე დაიწყებთ ბავშვისთვის წამლის მიცემას, მით უფრო მალე გამოჯანმრთელდება. აფტოზური და ტრავმატული სტომატიტი ინკურნება გამაყუჩებლითა და სავლებით. 

ბავშვისთვის ტკივილის შემსუბუქებაში საბავშვო პირის ღრუს გელები დაგეხმარებათ, რომლებსაც ექიმები კბილების ამოჭრისას ნიშნავენ. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორიც არ უნდა იყოს სტომატიტი, ბავშვი ექიმს უნდა აჩვენოთ. განსაკუთრებით, მაშინ თუ სამი დღის მანძილზე ბავშვის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პროფესიული სტანდარტის 6 პუნქტი, რომელსაც პროფესიული განათლების მასწავლებლი უნდა აკმაყოფილებდეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჭიათურის N2 საჯარო სკოლისთვის „ჭიათურობაში“ მონაწილეობა მრავალწლიანი ტრადიცია“

მათი მიზანი იყო შეგროვებული თანხით სკოლისთვის შეეძინათ საჭირო სასკოლო ნივთები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, ახარებთ ეკოინიციატივა
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება