სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვანის წმიდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური გიმნაზიის მოსწავლე გაცვლითი პროგრამით გერმანიაში ისწავლის
10-09-2018
-
+


ვანის წმიდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური გიმნაზიის ორი მოსწავლე - ჯონი დიასამიძე და თიკა რამიშვილი არასამთავრობო, სტუდენტური ორგანიზაციის - Erasmus Student Network (ESN) Tbilisi ISU პროექტში - „გზა მომავლისკენ“ მონაწილეობენ. 

ამ პროექტით პოსტსაბჭოთა ქვეყნის მოსწავლეებს საშუალება აქვთ გერმანულ უნივერსიტეტებში ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე ისწავლონ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ჯონი დიასამიძემ შესარჩევი კონკურსი წარმოატებით გაიარა და გერმანიაში საგანმანათლებლო ვიზიტით უკვე იმყოფებოდა. სკოლის აღსაზრდელი 10 დღის განმავლობაში ევროპულ ცივილიზაციასა და ცხოვრების სტილს ეცნობოდა.

„გერმანია მუდამ მიზიდავდა და მაინტერესებდა. დიუსედორფის აეროპორტიდან ავტობუსით გავემგზავრეთ ქალაქ ბოხუმისაკენ. გზა ისეთი სუფთა იყო მეგონა ახლომახლო არავინ ცხოვრობდა“, - აღნიშნავს ჯონი. 

შემდეგ ეტაპზე ჯონი გერმანიაში გაცვლითი პროგრამით წავა და ქვეყანაში 2 წელი ისწავლის.

ამავე პროექტით, წელს გერმანიაში სწავლის მსურველთა სიაში სკოლის წარმატებული გოგონა - თიკა რამიშვილი ჩაირიცხა. იგი წარმატებით აბარებს ყველა გამოცდას.

„ვანის წმიდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურმა გიმნაზიამ სახვალიო საქართველოსთვის ზრუნვა და გარჯა დაისახა უპირველეს მიზნად და საამისოდ იხარჯება ყოველი დღე და ყოველი წამი. მიიკვლევს რა, ჩვენი ქვეყანა გზას ევროპისაკენ, გიმნაზია ჩაბმულია ამ მარაქაში. გვჯერა ჯონი და თიკა ლაღად გაშლიან ფრთებს, სწავლას გერმანიაში გააგრძელებენ და ცოდნას თავისი ქვეყნისათვის გამოიყენებენ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

სკოლის წარმომადგენელი ასევე დასძენს, რომ სკოლას არაერთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს. მათ შორის არიან ნინო და მირიან სვანაძეები და ნინო ხარაბაძე, რომელთაც „კინგსის“ ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში გაიმარჯვეს და ანაკლიის საგზურებით დაჯილდოვდნენ. 

„ვანის მართლმადიდებლურ გიმნაზიაში უპირველესად ღმერთისსიყვარულს ვასწავლით. რწმენა თავისით არ მოდის. ხიდად ღმერთსა და ადამიანს შორის ცოდნა გაიდო და ამას ეძღვნება ყველა გაკვეთილი და ღონისძიება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება