სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„დაბადების დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება“ - ერთი ფოტოს ისტორია
10-09-2018
-
+


როგორ შეიძლება ასახოს ფოტოგრაფმა ფოტოზე ის მწუხარება და ტკივილი, რასაც ადამიანები განიცდიან? 

ამისთვის ბევრი რამაა საჭირო, მაგრამ უმთავრესია ფოტოგრაფი ზუსტ მომენტში საჭირო ადგილზე მოხვდეს და შემდეგ თვითონაც გაითავისოს მათი ტკივილი. 

ქვემოთ მოცემული ფოტო ფოტოგრაფმა დარ იასინმა სამხრეთ ქაშმირის კონფლიქტის დროს გადაიღო. ფოტოს ისტორიას ის თავად ჰყვება: 



„ჩემი დაბადების დღე იყო. ბავშვებმა საღამო დაგეგმეს ჯერ კიდევ საუზმობისას. ამ დროს ნაცნობმა ფოტოკორესპოდენტმა დარეკა და მითხრა, რომ სამხრეთ ქაშმირში ბრძოლა დაიწყო. როცა მე მივედი, საპროტესტო ტალღა უკვე სოფლებში მძვინვარებდა, დამხვდა დანგრეული საცხოვრებელი სახლები და დაღუპული მომიტინგეები.  

ამ დროს მედიის როლი, ძირითადად ფოტოების გადაღებით და გარდაცვლილთა დაკრძალვით შემოიფარგლება, ამიტომ მე მათ ვეხმარებოდი, როცა ამბავი მოვიდა, მშვიდობიანი მოქალაქეებიც დაიღუპნენო. იმწამსვე სოფელში წავედი. 

ეს იყო ფირდოუს აჰმად ხანის სახლი. ის 30 წლის იყო და მეზობლები ამბობდნენ, რომ პოლიციამ მოკლა. მე ვნახე მისი ფეხმძიმე მეუღლე, მისი დაზაფრული ნათესავები, მეზობლები. მე სწრაფად გადავიღე ფოტოები და წამოვედი, რადგან აღარ შემეძლო მათი ტირილის და გლოვის მოსმენა. 

სახლში მოვედი. საღამოს დაბადების დღე აღნიშნეს ოჯახში. ვიჯექი, მაგრამ გონებით ისევ ქაშმირში ვიყავი. მახსენდებოდა ყველაფერი და მწუხარება მიპყრობდა, გარეგნულად კი ვიღიმოდი, მაგრამ ამ ღიმილშიც დიდი ტკივილი ჩანდა. ეს იყო დაბადების დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება“. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება