სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები, ინტერვიუ

„მშობელს შეუძლია მიიყვანოს ბავშვი სხვადასხვა წრეზე, მაგრამ...“ - სტრესი, რომელსაც მშობელი შვილს აყენებს
24-09-2018
-
+


მშობლების უმრავლესობა შვილებისთვის კარგი განათლების მიცემას ცდილობს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. მათ შორის ხშირად გვხვდება შემთხვევები, როცა მოსწავლე მშობლის სურვილით სხვადასხვა წრეზე დადის და სკოლის გაკვეთილების გარდა, დამატებითი ცოდნის მიღება და სწავლა უწევს. ერთი მხრივ, ბავშვის ნიჭის ყველა შესაძლო გზით განვითარება მისასალმებელია, თუმცა ალბათ ყველას გვსმენია ისტორიები მუსიკის, ცეკვის თუ სხვა „საძულველი გაკვეთილების“ შესახებ. ჩნდება კითხვა-ხომ არ ვსტრესავთ მოზარდს არასწორი და ზედმეტი დატვირთვით და შეიძლება თუ არა ამან სამომავლოდ ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედოს? Etaloni.ge-ს თემაზე ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი ესაუბრა. 

- რა დოზით უნდა დავტვირთოთ ბავშვი სკოლის გაკვეთილების შემდეგ სხვადასხვა წრეზე სიარულით?

- ზუსტი და კონკრეტული ვადების დასახელება, რომლის განზოგადებაც ნებისმიერი ბავშვისათვის შესაძლებელი იქნება და საშუალებას მოგვცემს ამის მიხედვით დავგეგმოთ მისი კლასგარეშე საქმიანობა, სამწუხაროდ, შეუძლებელია. არსებობს ბავშვის განვითარების ეტაპების მიხედვით მოცემული სახელმძღვანლოები, რომლებიც აქტივობების სწორად დაგეგმვაში დაგვეხმარება. მნიშვნელოვანია ასაკი და ბავშვის ინტერესები. ყურადღება უნდა მიექცეს მოზარდის მოტივაციასა და სურვილებს. 

მაგალითად, 5-6 წლის ბავშვს ყურადღების ერთი მიმართულებით წარმართვა შეუძლია მხოლოდ 15-20 წუთის განმავლობაში; შემდეგ აუცილებელია გონებრივი აქტივობის ჩანაცვლება პრაქტიკული აქტივობით, მაგ.: ხატვა, ძერწვა და ა.შ. მცირე  სასკოლო ასაკში (5-6 წლიდან 11 წელამდე) ბავშვისათვის წამყვანი აქტივობა მაინც თამაშია და მას ამის დრო აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ამიტომ, მისი ძალიან გადატვირთვა კლასგარეშე წრეებით და დამატებითი აქტივობებით რეკომენდირებული არ არის.

- იმ შემთხვევაში როცა ბავშვს აშკარად მიდრეკილება არ აქვს რომელიმე საგნისკენ (მაგალითად, მათემატიკა და ა.შ), არ აინტერესებს, უჭირს ათვისება და მიუხედავად ამისა მშობლები მაინც ცდილობენ ის პედაგოგებთან დამატებით მოამზადონ, რა წესები უნდა დაიცვან ამ დროს, რომ უარყოფითი შედეგი არ მიიღონ?

- გარემოს, პედაგოგებსა და ოჯახის წევრების დამოკიდებულებას ამა თუ იმ საგნის მიმართ ბავშვზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. მშობლის მიზანს ალბათ უნდა წარმოადგენდეს რომელიმე კონკრეტული საგნის ან საგნების ბავშვის მიერ არა მუდმივად უმაღლეს შეფასებაზე ათვისება, არამედ-დაკვირვება, თუ რამდენად რეალიზდება ბავშვის უნარები და შესაძლებლობები ამ კონკრეტულ საგანში. ხშირ შემთხვევაში დამატებითი პედაგოგის გარეშე თავად მშობლებს შეუძლიათ ძალიან მარტივად, სწორი მიდგომით დაეხმარონ შვილს ამა თუ იმ უნარის განვითარებაში. არაა საჭირო მასზე ძალდატანება.

მშობელი უნდა ენდოს ბავშვს, როდესაც ის საგნების მიმართ მის დამოკიდებულებაზე საუბრობს და შეეცადოს მეტად მიმღებლური იყოს. ასეთ შემთხვევაში ბავშვს ვარიდებთ სტრესს და ის ავტომატურად და მარტივად ახერხებს იმ მნიშვნელოვანი საგნების ათვისებას, რომელიც მას მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგება.

- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი ბავშვს რისი ნიჭი აქვს, რომ კონკრეტულად მის განვითარებაზე იმუშაოს და იმ წრეებზე არ ატაროს (მუსიკა, ცეკვა და ა.შ), რომელთაც ვერ ან არ ითვისებს? 

- როგორი დარწმუნებულიც არ უნდა იყოს მშობელი, რომ ბავშვს „მიძინებული ნიჭი“ აქვს, მის გამოღვიძებას ვერ შეძლებს თუ ეს ბავშვის სურვილს არ წარმოადგენს. თუ მაინც განაგრძობს მშობელი ამ მიმართულებით ბავშვზე ძალდატანებას, იცოდეთ, რომ ასეთ დროს ბავშვი საშინელ სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება, რომელიც იმ მომენტში შესაძლოა პრობლების სახით არ მოევლინოს, მაგრამ აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულობის პერიოდში, როგორც კი მის მაპროვოცირებელ გარემოში აღმოჩნდება. 

დამატებით წრეებზე ბავშვი აუცილებლად მისი სურვილის გათვალისწინებით უნდა ვატაროთ. მშობელს შეუძლია მიიყვანოს ბავშვი სხვადასხვა წრეზე, მაგრამ თუ ნახავს, რომ ბავშვს ის არ მოსწონს, მისი იქ ძალით დატოვება დიდი შეცდომაა. აუცილებლად მოიძებნება აქტივობა, სადაც ბავშვი საკუთარ თავს აღმოაჩენს. ეს შეიძლება არ იყოს სამი ან ოთხი, მაგრამ იყოს ერთი და მოზარდის უნარებს, ნიჭს და სურვილებს ყველაზე კარგად ეხმაურებოდეს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

სკოლის ფორმების ფასზე მინისტრმა ისაუბრა - ვინ მიიღებს უფასოდ და რა პირობით - განმარტებები

განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომელთაც მეორე სამსახურში დასაქმების შეზღუდვა ეხსნებათ

პოლიესტერი, ვისკოზა, ელასტინი... - სასკოლო ფორმების ქსოვილის მახასიათებლები ცნობილია

 

 

როგორი ფორმები იქნება სკოლაში - ესკიზები და რაოდენობა ცნობილია

სკოლების უფლებამოსილება იზრდება - რა კომპეტენციები გადაეცემა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ბავშვების განსაკუთრებული ინტერესითა და ჩართულობით გამოირჩა ტრადიციული ჯეჯილის დათესვა

ამჯერად, მოსწავლემ ნიჭი და შესაძლებლობები ქართული კალიგრაფიის კონკურსზე წარმოაჩინა

გუნდის კაპიტანი გახლავთ ჭადრაკის პედაგოგი ვიოლეტა შეყრილაძე

ბავშვებმა ასევე წაიკითხეს ლექსები და ნახეს ამ დღეების ამსახველი დოკუმენტური მასალა

გაიმართა კვირეული, რომლის ფარგლებში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი და ვიქტორინა

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება