სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

ანიმაციური ფილმები უფროსებისთვის - ის, რაც უნდა ვნახოთ
10-09-2018
-
+


ანიმაციური ფილმები, უმეტესად, სახალისო საყურებელია, რადგან მათ სულ სხვა სამყაროში გადავყავართ. 

მიიჩნევა, რომ მულტფილმები მხოლოდ ბავშვებისთვისაა, თუმცა ჩვენ ირგვლივ არსებობს ანიმაციური ნამუშევრები, რომელიც ამ სტერეოტიპს ანგრევს. 

ამჯერად წარმოგიდგენთ იმ მულტფილმებს, რომლის სიუჟეტი და შინაარსი არაფრით ჩამოუვარდება ფილმებს და მათსავით დიდი დრო სჭირდება ანალიზს, გაგებას და სიღრმისეულად ჩაწვდომას. 

1. პერსეპოლისი - ბიოგრაფიული რომანი, რომელიც მოგვითხრობს გოგონაზე, რომლის ბავშვობაც ტრაგიკულ მოვლენებს დაემთხვა. მარჟანი 1970-იანი წლების ირანში ცხოვრობს, საიდანაც ნათესავები ევროპაში აგზავნიან. სწორედ აქ იწყება მარჟანის ცხოვრების ახალი ერა - ამბოხება, პირველი სიყვარული, მარტოობა, საკუთარი თავის შეცნობა და ასე შემდეგ. მულტფილმი ირანში უარყოფითად შეაფასეს, თუმცა „პერსეპოლისმა“ კანის კინოფესტივალის ფარგლებში ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო და ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის.



2. ანომალიზა - მულტფილმი მარტოსულ მამაკაცზე მოგვითხრობს, რომელიც თავს არიდებს ყველას. ერთხელ ის გოგონას ხვდება, რომელიც სიცოცხლითაა სავსე და მის ცხოვრებას ცვლის. მეტაფორებითა და სიმბოლოებით გაჯერებულმა მულტფილმა დიდი მოწონება დაიმსახურა კინოკრიტიკოსებისგან. 



3. ციცინათელების სასაფალაო - ისაო ტაკაჰატას ამ ანიმეზე უკვე ბევრჯერ ვისაუბრეთ, თუმცა ეს სია მის გარეშე სრულყოფილი არ იქნებოდა. სეიტისა და სეცუკოს ისტორია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ვითარდება კობეში, საუკეთესო ფილმია, რაც კი ომის თემატიკაზე გადაღებულა. 



4. ჩიკო და რიტა - წყვილი ერთმანეთისთვისაა შექმნილი. პიანისტი და მომღერალი ერთმანეთს გასული საუკუნის 40-იან წლებში, კუბაზე შეხვდნენ. ცხოვრების მანძილზე მათ ბევრი რამის გადატანა მოუხდათ, თუმცა ბედნიერების ძიება ერთხელაც არ შეუწყვეტიათ. ანიმაცია კარგად ასახავს იმდროინდელ კუბაზე შავკანიანების სიტუაციას. 



5. ძაღლების კუნძული - ფილმის რეჟისორია უეს ანდერსონი და ამით ყველაფერი ნათქვამია. მოქმედება მომავლის იაპონიაში ხდება, სადაც კორუმპირებული მერის ბრძანებით ყველა ძაღლს ნაგავსაყრელ კუნძულზე გზავნიან. 12 წლის ბიჭი თავისი ძაღლის მოსაძებნად მიდის, რომელსაც ამ მოგზაურობაში ქუჩის ძაღლების ბანდა ეხმარება. ეს არის მულტფილმი, რომელიც უამრავ პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემას ეხება და გარდა ამისა, მისი თითოეული კადრი საოცარ ესთეტიურ სიამოვნებას მოგანიჭებთ.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება