სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

საუკეთესო YOUTUBE არხები, სადაც გემრიელი საჭმლის მომზადებას ისწავლით
31-08-2018
-
+


წარმოიდგინეთ, რომ დღეს სადილად არაფერი მოგიმზადებიათ და არც ახალი იდეები გაქვთ. მაგრამ ისიც იცით, რომ სახლში მოსულ შვილებს და მეუღლეს ცარიელი მაგიდით ვერ დახვდებით. რა უნდა ქნათ? 

ასეთ დროს, როცა გამოუვალი სიტუაციაა, არსებობს ერთი გენიალური მიგნება - ინტერნეტი, სადაც ნებისმიერი რამის პოვნა შეიძლება. თუმცა ამ ბევრ საიტებსა და ვიდეოებს შორისაც გჭირდებათ სწორი გზის ჩვენება, რათა ზუსტად იმას მიაკვლიოთ, რასაც ეძებდით. 

Etaloni.ge
ამჯერად წარმოგიდგენთ იმ Youtube არხებს, რომლის ყურების შემდეგ თქვენ მარტივად შეძლებთ თქვენი ოჯახის წევრების გაოცებას და სუფრის გამრავალფეროვნებას. 

1. მომზადება ფრენსისთან ერთად 


თუ თქვენ ამ არხს ესტუმრებით, საჭმლის მომზადებასთან ერთად ინგლისურსაც ისწავლით, რადგან ყველა ვიდეოს ქვემოთ ტიტრები მოჰყვება. თავდაპირველად ნამდვილად გაგაოცებთ იაპონელი მზარეულის საოცარი აქცენტი და პატარა პუდელი, ფრენსისი, რომელიც მზარეულის თანაშემწეა, მაგრამ ის მალე თქვენი ცხოვრების ნაწილი გახდება. 



2. ბაბიშთან ერთად 

ექსტრაორდინალური საოჯახო მზარეული ბაბიში, რომლის ნამდვილი სახელია ენდიუ რეა, ცნობილი ფილმებიდან და სერიალებიდან ამზადებს კერძებს. მის ვიდეოებში ნახავთ რეიჩელის ტრიუფელის მომზადების რეცეპტს „მეგობრებიდან“ ან ჰოგვორტსის ექსპრესის საჭმლის დამტარებელი ქალის საოცარ ტკბილეულობას „ჰარი პოტერიდან“. ამის გარდა, ის ხშირად უზიარებს მაყურებელს თავის გამოცდილებას და აძლევს რჩევებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. 



3. დონალ სკეჰანი 


დონალი დუბლინიდან გვასწავლის საჭმლის მომზადებას. ის საოცრად ქარიზმატული პიროვნებაა და ამაში მისი ვიდეოების ნახვის შემდეგაც დარწმუნდებით. ახალგაზრდა, მხიარული მზარეული ირლანდიურ ტრადიციულ კომბოსტოს ღვეზელთან ერთად სხვადასხვა წვნიანის, ღუმელში შემწვარი ხორცის და ნუტელას მომზადებასაც გვასწავლის. 



4. ვიქტორიანული გზა 

ეს არა მხოლოდ youtube არხი, არამედ ნამდვილი ხელოვნების შედევრია, რადგან ვიდეოს ყურებისას პირდაპირ ვიქტორიანულ ხანაში მოგზაურობთ. მზარეული ქალბატონი ტრადიციული ინგლისური კერძების რეცეპტებს გვიზიარებს, რომლის მომზადებაც იმ დროის შესაფერ ტანისამოსში, გარემოში და სამზარეულოში ხდება. 



5. მშვიდი სამზარეულო 

სინამდვილეში ეს საერთოდ არაა მშვიდი სამზარეულო, რადგან უმცირესი ხმაურიც კი ისმის. ვიდეოს საყურებლად ხმა საერთოდ არაა საჭირო, მზარეული მხოლოდ ხელების მოძრაობით გვეუბნება, რა და როგორ გავაკეთოთ და ასე გვასწავლის სამზარეულოში ფუსფუსს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება