სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩოხატაურის ჩაისუბნის საჯარო სკოლის მნიშვნელოვანი აქტივობები
30-08-2018
-
+


ჩოხატაურის ჩაისუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მრავალი აქტივობა განხორციელდა.

კერძოდ, სკოლამ  მე-9 კლასელი მოსწავლის თეა თოდრიას მიერ შესრულებული ზღაპარი „ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა“ ბათუმში გააგზავნა.  ასევე,  თეა თოდრია  ლიტერატურულ კონკურსში „ამირანი“ თემით - „დაღად დარჩენილი მწვავე იარა“ ჩაერთო. მოსწავლე ეროვნულ-ინტელექტუალურ შეჯიბრ „ეტალონშიც“ მონაწილეობდა, სადაც 65 ქულა მოიპოვა.

სკოლამ რაიონში გამართულ ქეთევან კუკულავას წიგნის „დაკარგულების“ პრეზენტაციაშიც მიიღო მონაწილეობა. ქეთევან კუკულავას წიგნის პრეზენტაცია სკოლაშიც გაიმართა, სადაც მე-9 კლასელები პრეზენტაციის დახვეწილი უნარით გამოირჩეოდნენ.

მოსწავლეები გასვლით შემეცნებით გაკვეთილებს ხშირად ესწრებიან. მათ შორის აღსანიშნავია ისტორიის გაკვეთილი, რომელზეც მრავალფეროვანი საკითხები განიხილეს. თემის შესწავლის შემდეგ კი შემეცნებითი გაკვეთილი  ერკეთის მონასტერშიც განხორციელდა, სადაც მოსწავლეებმა  ეპიგრაფიკული წარწერები  ერისთავის საფლავზე და მონასტრის კედლის მონაკვეთზე  იხილეს.

ასევე, მოსწავლეებმა ბულინგის თემაც არ დატოვეს უყურადღებოდ და ამასთან დაკავშირებით სპეციალური პრეზენტაციები მოამზადეს.

და ბოლოს, სკოლამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება სკოლის  მუზეუმში ჩაატარა, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

სკოლაში ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ პირველი ადგილის დაკავებას დიდი სიამაყით ულოცავენ
 
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება