სიახლეები
ყველაზე პოპულარული


გოგი ცაბაძე - გულით დაწერილი სიმღერების კომპოზიტორი
24-08-2018
-
+


„შევიხედოთ რადიოკომიტეტის შენობაში, დღეს რადიომსმენელები ისმენენ კომპოზიტორ ცაბაძის ახალ სიმღერას“ - ამ სიტყვებით იწყება ჩანაწერი, რომელიც საზოგადოებას გოგი ცაბაძის ახალი სიმღერის შესახებ ამცნობს. 

1956 წელი. კინოჟურნალი „საბჭოთა საქართველო“. ინსტრუმენტთან კომპოზიტორი გიორგი ცაბაძე ზის. სიმღერას „თუ ვიპოვნე“ ლილი გეგელია ასრულებს. 



ბავშვობაში გოგი ცაბაძის ოცნება კომპოზიტორობა ნამდვილად არ ყოფილა. მომავალ მუსიკოსს ფეხბურთელობა სურდა, მაგრამ უბედურმა შემთხვევამ მისი მომავალი სულ სხვანაირად განსაზღვრა. მაშინ თბილისში ტრამვაიზე „შეხტომა“ ჩვეულებრივად ითვლებოდა და ერთ-ერთი ასეთი ტრიუკის დროს, პატარა გოგის კონდუქტორმა ქალმა ხელი ჰკრა. ტრამვაიდან გადმოვარდნილ გოგის მარცხენა ფეხი ბორბლებქვეშ მოჰყვა... 

სწორედ აქედან დაიწყო მისი მუსიკალური ცხოვრება, ჯერ პიანინოთი, მერე მუსიკალური სკოლით. დაკვრასთან და სიმღერასთან ერთად მალე გოგი ცაბაძემ სიმღერების წერაც დაიწყო. 

მისი პირველი სიმღერა იყო „მარი”. ამას მალევე მოჰყვა „მთაწმინდის მთვარე“, „თბილისის მუხამბაზი“, „ქუჩა-ქუჩა“, „პაწაწინა სამოთხე“, „მეფაიტონე“. 



შემდეგ შეიქმნა მუსიკალური კომედიები, ოპერეტები, მიუზიკლები, გოგის სიმღერები გაჟღერდა ფილმებში და არ დარჩენილა საქართველოში არც ერთი მომღერალი თავის რეპერტუარში გოგი ცაბაძის სიმღერები რომ არ ჰქონოდა. 

გოგი ცაბაძე 1986 წელს გარდაიცვალა. მან თავის საყვარელ ადგილზე, სცენაზე დალია სული და შეაბიჯა იმ მარადისობაში, სადაც არასდროს იგრძნობდა თავს „როგორც ჩიტი გალიაში“. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სამუშაოს დაწყების გამო სტატუსი 205 მოსწავლეს შეუწყდა - 2025 წელს ჯამში სტატუსი 8614 მოსწავლეს შეუწყდა ან შეუჩერდა - დეტალური ანგარიში

„დაევალოს განათლების სამინისტროს, თანხები საბანკო ანგარიშებზე გადარიცხოს“...

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

ახალი აკრძალვა სკოლის შინაგანაწესში, დირექტორებს შესაძლოა დისციპლინური სახდელი დაეკისროთ - ახალი სასწავლო წლიდან საფრანგეთი გაჯეტებს ზღუდავს

შეიცვლება თუ არა აკადემიური პერსონალი - მინისტრმა დეტალებზე ისაუბრა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

პროგრამის მთავარი ნაწილი დაეთმო ევროპული ინსტიტუტების გაცნობას

მე-5 კლასელებმა საკითხის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და პლაკატები შექმნეს

„გვჯერა, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას“

მოსწავლეებმა იმუშავეს გუნდურად, მოიძიეს საინტერესო ფაქტები

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ქიმიური ცოდნის გაღრმავება და დაკავშირება ყოველდღიურ ცხოვრებასთა

საინტერესო

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება