სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

3669 მოსწავლეს სტატუსი შეუწყდა ოჯახთან ერთად უცხოეთში წასვლის გამო -რა მიზეზებით ტოვებენ სკოლას მოსწავლეები
01-04-2026
-
+


2025 წელს 7248 მოსწავლეს შეუჩერდა, ხოლო 1366 მოსწავლეს შეუწყდა მოსწავლის სტატუსი - სახალხო დამცველის ანგარიში, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებაა აღნიშნულია, რომ 2025 წელსაც მოსწავლეთა დიდი ნაწილისთთვის ტატუსის შეწყვეტის/შეჩერების მიზეზი ოჯახებთან ერთად საზღვარგარეთ წასვლაა. 2025 წელს ამ მიზეზით სწავლა 3669 მოსწავლემ შეწყვიტა, ხოლო 2024 წელს 3900-მა მოსწავლემ. 

ზოგადი განათლების უწყვეტობის კუთხით კვლავ იკვეთება პრობლემური ტენდენციები. 2025 წელს 7248 მოსწავლეს შეუჩერდა, ხოლო 1366 მოსწავლეს შეუწყდა მოსწავლის სტატუსი.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა უმრავლეს შემთხვევაში, კვლავაც „ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრების“, „მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მოსწავლის განცხადების“, 45 სასწავლო დღის განმავლობაში მოსწავლის გამოუცხადებლობისა და „პროფესიულ კოლეჯში სწავლის გაგრძელების“ საფუძვლით ხდება.

„ამასთანავე, ყველაზე მაღალი რაოდენობრივი მაჩვენებელი, გასული წლის მსგავსად, ისევ თბილისში (3434), ქვემო ქართლისა (1371) და აჭარის (1050) რეგიონებში იკვეთება. 

საქართველოს სახალხო დამცველი, მრავალი წელია მიუთითებს მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ერთიანი სტატისტიკის დახვეწის აუცილებლობაზე. მიუხედავად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოებისა, პროცესი ამ დრომდე არ არის დასრულებული. შესაბამისად, სტატისტიკის წარმოების არსებული ფორმა და სწავლის მიტოვების საფუძვლები კვლავ დასაზუსტებელია“, - აღნიშნულია ანგარიშში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება