სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

მალე სკოლებში მართლაც იქნება ჯადოსნური და კარგი ცხოვრება
23-12-2016
-
+


სკოლის დირექტორთა ახლადარჩეული საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, Etaloni.ge სიქთარვის სკოლის დირექტორს, ია კვატაიას გაესაუბრა. 

როგორც ია კვიტაია  აღნიშნავს, სკოლის დირექტორთა მუდმივმოქმედი საბჭოს შესახებ ინფორმაცია 2016 წლის ივლისის თვეში გაჟღერდა:

"განათლების სისტემა და განათლების სისტემაში მიმდინარე ყველა ცვლილება, ყველა სიახლე ჩემთვის ის თემაა, რომელზეც დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, აზრი გამოვთქვა, ვიმსჯელო, ქმედითი ნაბიჯები გადავდგა... რაც თავი მახსოვს, ვსწავლობ ან/და ვასწავლი. მიმიღია განათლების სისტემის ყველა გამოწვევა.  ჩემმა აქტიურმა ხასიათმა,  ინტერესმა, პასუხისმგებლობამ გამიჩინა ინტერესი, გავხდარიყავი დირექტორთა საბჭოს წევრი, რათა საშუალება მომეცეს, აქტიურად ჩავერთო პრობლემური საკითხების შესახებ გადაწყვეტილების გზების შეთავაზებაში, სათათბირო ფორმატში მონაწილეობა მივიღო რეფორმების პროცესში სამინისტროს შესაბამის უწყებებთან, გავაზიარო ჩემი მოსაზრება ყოველივე სიახლის მიმართ. გარდა ინტერესისა და სურვილისა, მიმაჩნია, რომ უნარი შემწევდა ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა, რათა გავხდარიყავი დირექტორთა საბჭოს წევრი.  ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და თითქმის 24 საათის განმავლობაში ჩემი ფიქრის საგანი სკოლა და მის წარმატებაზე ზრუნვაა. 

რას იტყვით ახალი ინიციატივის შესახებ, რა შეიცვლება ამ სიახლით?

ეს ინიციატივა, რომ  დირექტორთა საბჭო აქტიურად იყოს ჩართული განათლების სფეროში მიმდინარე ყველა სიახლესა თუ საქმიანობის ანალიზში, უკეთესი ხედვების ერთ-ერთ გარანტად მიმაჩნია. დირექტორთა საბჭო სამთვიანია და როტაციის წესით იმუშავებს.

სულ რამდენი კანდიდატი იყავით იმერეთის რეგიონიდან?

იმერეთის რეგიონის 11 რაიონიდან 12 კანდიდატი ვიყავით დარეგისტრირებული. მათგან რამდენიმე ჩემი მეგობარი იყო, საკმაოდ ღირსეულები დირექტორები.  51 ხმით გავხდი იმერეთის წარმომადგენელი, რაც ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.

რას იტყვით თავად განათლების მინისტრის პოზიციაზე აღნიშნულთან დაკავშირებით?

მისასალმებელია მინისტრის პოზიცია, რომ აქტიური გახდეს თანამშრომლობა სამინისტროსა და სკოლებს შორის. მინისტრმა ისაუბრა სკოლების კატეგორიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც ძირითადად სამი ტიპის სკოლის არსებობას გულისხმობს: 1. 200 მოსწავლემდე  2. 200 მოსწავლეზე ზემოთ და 3. წამყვანი სკოლები, რომელ კატეგორიაში მოსახვედრადაც აუცილებელია ეროვნულ გამოცდებზე მიღებული მაღალი შედეგები, საჯარო ხელმისაწვდომობა, გამჭვირვალობა, მასწავლებლების მაღალი დონე. წამყვან სკოლაში თავისუფლების ხარისხი გაცილებით მეტი იქნება. 

გამარტივებულია, თუ არა გახდე უფროსი მასწავლებელი?

მინისტრმა ასევე ისაუბრა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალ სქემაზე, პრაქტიკოსი მასწავლებლიდან უფროს მასწავლებლად გახდომის ალტერნატიულ გზებზე, გამარტივებულია, რომ გახდე უფროსი მასწავლებელი, მაგრამ გართულებულია, რომ სტატუსი შეინარჩუნო. 

არის თუ არა სქემა ის დუკომენტი, რომელიც მასწავლებელს სახლში გაუშვებს? 

სქემა არაა ის დოკუმენტი, რომელიც მასწავლებელს სახლში გაუშვებს. სკოლიდან შესაძლებელია წავიდეს როგორც პრაქტიკოსი, ისე უფროსი მასწავლებელიც, რომელიც ვერ ჩაატარებს კარგ გაკვეთილს. ასევე საუბარი იყო თავისუფალ გაკვეთილებზე, სპორტისა და ხელოვნების პრიორიტეტულობაზე. მინისტრის ხედვები, რა თქმა უნდა, რეალისტურია  და იმედს იძლევა, რომ მალე სკოლებში მართლაც იქნება ,,ჯადოსნური და კარგი ცხოვრება“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი -  2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის

აბიტურიენტებისთვის კიდევ სამი გამოცდის ქულა გამოქვეყნდა

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

სტრუქტურული ცვლილებები განათლების სამინისტროში - ვალდებულებები და კომპეტენციები გაიწერა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

სკოლები

„მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ერთობლივი შრომისა და მხარდაჭერისთვის“

 

 

 

 

„უღრმესი მადლობა ბ.თამაზ უდიდესი ყურადღების, პატივისცემის, მხარდაჭერის და ხელშეწყობისთვის“

სკოლაში ახარებთ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გადალახვა და სასიამოვნო სიახლეს მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება