სიახლეები


„ნუ გეშინია! იქ ჩვენები გელოდებიან...“ - განო მელითაურის სულისშემძვრელი დამშვიდობება ზუზუსთან
18-08-2018
-
+


გუშინ, დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სადარბაზოს ლიფტში 40 წლის ცნობილი მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.  ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათი ცნობით გამოძიება სისხლის სამართლისკოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ ეტაპზე გარდაცვალების სხვა დეტალები უცნობია.

მომხდარზე კოთე თოლორდავას მეუღლე განო მელითაური სოციალურ ქსელში სულისშემძვრელ სტატუსს აქვეყნებს:

„ზუზიკ, მე ბაკურიანში ვარ ბავშვებით ...ლიფტში გაგიშეშებია წამი. ეს სისულელე რომ წავიკითხე წელი გამიშეშდა და სიცხემ მომცა. ვზივარ გაშეშებული წელით და ყველა მომენტის აღდგენას ვცდილობ 16 წლიდან მოყოლებული! მაინც რა სულელპეტრე ხარ ლიფტი რამ მოგაფიქრებინა?! ბოლოს რომ გნახე მივხვდი დაღლილი იყავი მეგობარო. სულ მეფიქრებოდა, ვაითუ ვეღარ გაუძლოს-თქო...

ნუ გეშინია! ჩვენები გელოდებიან, გულში ჩაგიკრავენ, ლამაზ სახლში წაგიყვანენ, სადაც არ არსებობს დრო და მატერია, ქირის თანხა, შეუსრულებელი როლები და ბოროტი უგულო შურიანი და ზერელე ადამიანები! იქ ერთი დიდი სივრცეა ქარიზმატული გულებისთვის და აბა შენ იცი, სისულელეების ჩადენაში ტოლი არ დაიყენო!

უბრალოდ იცი რაზე ვბრაზდები? ძალიან ადრე იყო ლიფტის ამბავი, რამდენჯერ გვიცინია ამ ყველაფერზე გახსოვს? და სულ რომ მემალებოდი ბოლოს, ყელში გქონდა ჩემი ლექციები... და მოტივაციის ასამაღლებელი პათეტიური ტექსტები, თითონაც რომ არ მჯეროდა და წინადადების დასრულებამდე ერთად ვიგუდებოდით სიცილით! 

მაპატიე,რომ ვერ გადაგარჩინე, ვერ დაგეხმარე რეალიზებაში, რადგან ეს ერთადერთი იყო რაც გულით გინდოდა, სხვა ყველა ცუდი შენი უდიდესი ტალანტის ციხეში ჩასმის ბრალი იყო... არაფერი გჭირდა ჩვენი დასახმარებელი... აქეთ დაგვეხმარებოდი ამის საშუალება რომ მოეცათ. მაპატიე "ბოლო გზა" და სახალხო დატირება აღემატება ჩემს ძალებს, მანდ ვერ დაგინახავ... შენ ეს ყველაზე კარგად იცი! მე შენ ცოცხალი მემახსოვრები, დროებით ცისფერ ბურთში მეგობარო... უკვე ძალიან დავცოტავდით...

..მძულხართ ყველა, ვისაც მისი დახმარება შეეძლო და არ დაეხმარა, რეჟისორები, განსაკუთრებით ისენი პერფექტობას რომ თამაშობთ და ნახევარი თბილისი რომ ჩაალპეთ ბიოში უგულოები და უმრწამსოები ხართ! თქვენთვის არაფერი არსებობს ფულის და საკუთარი ინტერესების გარდა! არ დამავიწყდება არასდროს ერთ ერთ მსახიობს მეგობარი დაეღუპა საკუთარ დაბადებისდღეზე თავი ჩამოიხრჩო და ალკოჰოლის მიღების გამო გააგდეთ როცა თავად ჩალპით ნარკოტიკებში.

დაეღუპა მამა და გახმოვანებაზე მიიყვანეთ სახლში ჯერ არ გადმოსვენებული ადამიანის ფონზე! უნამუსოები ხართ ყველა ტელევიზია და პროდიუსერი, ვისაც ელემენტალური სამსახურის მიცემა შეგეძლოთ და არ მიეცით, მოტივით რომ ხასიათი არ ჰქონდა კარგი, ჰქონდა პრობლემები ეს პრობლემები ამის გამო ჰქონდა რომ დაატყვევეთ და გაჭირვებაში ამოხადეთ სული! ყველა მისი ნათესავი და შეძლებული ამხანაგი დღეს მოჩვენებით ცრემლებს რომ ღვრით! ვინც ფეხებზე დაიკიდეთ! ყველა, ვინც ხელს უწყობდით ცუდად ყოფილიყო, რათა თავად კარგი დრო გაგეტარებინათ!

ჩვენ ვაკეთებდით ყველაფერს რაც შეგვეძლო ამ რეალობაში, მე პირადად სიყვარულის და დარიგებების გარდა აღარაფერი შემეძლო (მნიშვნელოვანი რაც რეალურად შეუმსუბუქებდა ყოფას) მისთვის მიმეცა ბოლო პერიოდში, რადგან ჩამოვშორდი კინოს, ტელევიზიას და ყველაფერს რაც წინა ცხოვრებას გამახსენებდა.!

რამდენ ადამიანს ყვარებიხარ,როგორ ვერც ერთმა ვერ მოვიცალეთ შენთვის?..

პ.ს. ნინი დედალამაზიშვილი,  ძალიან მიყვარხარ იმიტომ, რომ ბევრი მცდელობა გქონდა და ნამდვილი მეგობარი იყავი ზუზუსთვის , და ახლა მანდ ყოფნა შეძელი მე ეს აღარ შემიძლია .....გაშეშებული ვზივარ და 3 ბავშვს ვერ ვტოვებ....ჩემი გული ხარ ნინი!“ - წერს განო.

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

მათემატიკა 51, ქართული 60, ინგლისური 70 - ქუთაისის N1 სკოლის მოსწავლემ ეროვნულებზე მაქსიმალური ქულები მიიღო - რას ამბობს დირექტორი

სტუდენტთა დაფინანსებასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

დეტალური ინსტრუქცია ნაშრომის გასაჩივრებისთვის

„ბაღებში სახელფასო ანაზღაურებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესება...“ - კიდევ რა მიმართულებებს ითვალისწინებს დოკუმენტი

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
განსაკუთრებით აღსანიშნავია გიორგი მესხიას ქულები, მან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საოცარი შედეგები აჩვენა
 
 
 
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავენ
 

მათემატიკა 51, ქართული 60, ინგლისური 70 - ქუთაისის N1 სკოლის მოსწავლემ ეროვნულებზე მაქსიმალური ქულები მიიღო - რას ამბობს დირექტორი

სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატებით ამაყობენ და მას სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას უსურვებენ
 

სკოლაში კურსდამთავრებულს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

 

საინტერესო

განვითარებული კოგნიტური შესაძლებლობები, ემოციური არასტაბილურობა - მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორია მკარი დედების გავლენა ბავშვებზე 

ათასობით მასწავლებელი „ფსიქოლოგიური აშლილობის“ გამო შვებულებას იღებს - იაპონიაში პრობლემა წლიდან წლამდე იზრდება

 

შვებულება ათასობით მასწავლებლისთვის  - „ფსიქოლოგიურ აშლილობას“ პედაგოგები იაპონიაში უჩივიან

სიახლეები
საზოგადოება