სიახლეები
ყველაზე პოპულარული


ექსკლუზიური დეტალები 8 შვილის მამაზე, რომელიც პოლიციამ დააკავა - „დედაც წინააღმდეგია, რომ ბავშვებმა განათლება მიიღონ“
13-08-2018
-
+


8 შვილის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვისთვის დაკავებული მამა ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. შემთხვევა 2 კვირის წინ მოხდა. სვანეთში მყოფი ერთ-ერთი ოჯახის შესახებ ინფორმაცია კი იანვარში გახდა ცნობილი. სამი ბიჭისა და 5 გოგოს სახლში გამოკეტვის მიზეზად მამა იმ არგუმენტს ასახელებდა, რომ ისინი საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიდნენ. 

ლენტეხის რესურსცენტრის უფროსი ბადრი ქარდავა Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მშობლების წარმოდგენით, ბავშვები საზოგადოებისგან სიკეთეს ვერ ისწავლიდნენ, სწორედ ამიტომ, ისინი მაქსიმალურად ზღუდავდნენ მოზარდების თავისუფლებას:  

„არაერთხელ ვყოფილვართ ამ ოჯახში; დაკავებულთან და მის მეუღლესთან მისაუბრია. მათი წარმოდგენით, საზოგადოებიდან ბავშვები სიკეთეს ვერ მიიღებდნენ და ამიტომ ოჯახში იმ ასაკამდე უნდა აღეზარდათ, სანამ სრულუფლებიან მოქალაქეებად არ ჩამოყალიბდებოდნენ. მე ბავშვებს ცოდნის მაქსიმუმს ვაძლევ, რაც ცხოვრებაში გამოადგებათქო, - ამბობდა მამა. ამიტომ სკოლას და საზოგადოებასთან ურთიერთობას უკრძალავდა. ბავშვები მხოლოდ სახლის ეზოში თამაშობდნენ. ცოტა რომ მოიზარდნენ, შემდეგ უკვე პროდუქტების საყიდლად გაჰყავდათ გარეთ. დასაწყისში დედა თითქოს გვეთანხმებოდა, თუმცა შემდეგ მეუღლის აზრზე გადავიდა. ახლა უკვე ისე ფიქრობს, რომ წარმოუდგენელიც კია. სკოლის ხსენება არცერთს არ უნდოდა.  ამ ეტაპზე, ჩვენც გვაქვს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომ მამა დააკავეს, ამიტომ კონკრეტულ გეგმაზე ცნობა, თუ როგორ გაგრძელდება ბავშვების საზოგადოებასთან რეაბილიტაციაზე ზრუნვა, ჯერ არ გამაჩნია. სამომავლო პერსპექტივაში რა მოხდება ბავშვებთან დაკავშირებით, ცოტა ხანში გამოიკვეთება. ოჯახი სულ რვა წელია რაც ჩვენთან გადმოვიდა. მანამდე გარდაბანში ცხოვრობდნენ, შემდეგ-რუსთავში, ბოლოს - ლენტეხში, რადგან დაკავებული მამაკაცის ცოლი ამ რეგიონიდანაა. იმდენად კატეგორიულები იყვნენ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ აზრი ვერავინ შეაცვლევინა. აქ კიდევ შეეძინათ ბავშვები.“

ბავშვებთან ამ ეტაპზე დედა იმყოფება. ამის შესახებ Etaloni.ge-ს ლენტეხის მუნიციპალიტეტის რცხმელურის საჯარო სკოლის დირექტორმა ხათუნა ტვილდიანმა განუცხადა. მისი თქმით, დედაც იზიარებს დაკავებული მეუღლის აზრს, რომ ბავშვებმა სკოლაში არ უნდა იარონ:
 
„ფაქტობრივად, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ოჯახთან მოლაპარაკება, რომ ბავშვები სასწავლებლად სკოლაში გაეშვათ. ისინი უარის მიზეზად ცხოვრების წესს ასახელებდნენ. როცა სჭირდებოდათ და ცაგერში პროდუქტების შესაძენად მიდიოდნენ, ბავშვებიც მიჰყავდათ. მარტოს არსად უშვებდნენ. მამა ღამით დაუკავებიათ, როგორც გავიგე. ახლა, როგორც მეზობლები ამბობენ, ფსიქოლოგი მუშაობს მათთან. ჯერ გეგმა არ გვაქვს, თუ როგორ გაგრძელდება ბავშვების ცხოვრება. სოციალური მუშაკებიც იყვნენ ოჯახში მისულები მანამდე და ბავშვების დედაც იმავე აზრზე იყო, როგორც მისი მეუღლე. დედაც წინააღმდეგია, რომ ბავშვებმა განათლება მიიღონ და იმავეს იმეორებდა, რასაც ქმარი ამბობდა. ბავშვები ახლა ისევ სახლში არიან, დედასთან ერთად. თუ შეგვიშვებს, მე და ლენტეხის რესურსცენტრის უფროსი ვაპირებთ მივიდეთ. ვიცი, რომ ამ ამბების მერე ექთანი და ექიმი სახლში არ შეუშვა. დიდი რკინის ჭიშკარი აქვს, რომელზეც ვერ გადახვალ და იმ საღამოსაც, ქმარი რომ დააკავეს, სამართალდამცველები ზემოდან გადამხტარან“. 

8 შვილის მამა, ამირან დევნოზაშვილი შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დააკავა, რაც იძულებას გულისხმობს.

ინფორმაცია ოჯახის შესახებ სახელმწიფომ 2010 წლიდან იცის და ოჯახი ჩართულია პრევენციის პროგრამაში, კერძოდ, სოციალური მუშაკი დღემდე მუშაობს მათთან.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, ოჯახთან მუშაობის პროცესში ჩართული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რესურსცენტრი, სამართალდამცავი ორგანოები, სოფლის სკოლის დირექტორი, სოფლის ექიმი და ცაგერ-ლენტეხის ეპარქიის ეპისკოპოსი, თუმცა მათ აზრი ვერ შეაცვლევინეს;

2011 წელს მშობლებს შეზღუდული ჰქონდათ  მშობლის წარმომადგენლობითი  უფლებამოსილება სასამართლოს მიერ, მაგრამ სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა;

გაეროს ბავშვთა ფონდი მიიჩნევს, რომ ბავშვები, რომლებიც მამას – ამირან დევნოზაშვილს სახლში ჰყავს ჩაკეტილი, ძალადობის მსხვერპლები არიან. UNICEF-ის განცხადებით კი, სახელმწიფომ მყისიერად უნდა აღადგინოს სახლში ჩაკეტილი ბავშვების უფლებები.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება