სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლელოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ
13-08-2018
-
+


„ნიკო კეცხოველის პრემია 2018“-ის ფინალურ ეტაპზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ფინალისტი სკოლის მოსწავლეებს საუკეთესო სურპრიზი გაუკეთა. 

კერძოდ, თითოეული სკოლიდან 10 მოსწავლე საზაფხულო ბანაკში მიიწვია. ლელოვანის სკოლის მოსწავლეები 30 ივლისიდან 5 აგვისტომდე  კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სასწავლო ბაზაზე არსებულ „რობოტექნიკის“ საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ.

საზეიმო გახსნისა და გაცნობის შემდეგ, მოსწავლეებმა ელექტრონიკისა და რობოტექნიკის მოდულები გაიარეს. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრი მოაწყეს: ფეხბურთში, კალათბურთში, ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფრენბურთში. ყოველი დღე დატვირთული იყო შემეცნებითი, საინტერესო და სახალისო აქტივობებით.

მოსწავლეები საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ ლექცია-სემინარებს ისმენდნენ,  სამხედრო ელემენტებისაგან შემდგარი დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში ეჯიბრებოდნენ. ფიზიკური აქტივობებით დატვირთული დღის ბოლოს ინტელექტუალური თამაშები იმართებოდა. არც ხელოვნების საკითხი დარჩენილა ყურადღების მიღმა, მოსწავლეთა გუნდებმა ფილმები გადაიღეს და  მათი ჩვენება მოაწყვეს.

ბანაკში გატარებული დღეები თითოეული მოსწავლისათვის დაუვიწყარი იყო. მადლობა საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს და „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს“ CENN-ის მთელ გუნდს საინტერესო პროექტებისა და წახალისებისთვის.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს

„მადლობა, რომ ერთად ვაშენებთ ადგილს, სადაც სულიერებასა და ცოდნას შორის კავშირი ყოველთვის მტკიცეა“ 
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება