სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

90-დან 90 - ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულების უმაღლესი შედეგები ინგლისური ენის გამოცდაზე
03-08-2018
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხო ენის გამოცდაზე ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს.

უმაღლესი 90-დან 90 ქულით შეფასდა მარიამ სამსონია, 89 ქულა აიღო ანანო კოროშინაძემ, ნიკოლოზ შაფაქიძესა და მარიამ ურუშაძეს 86-86 ქულა აქვთ. 85-85 ქულით შეფასდნენ მარიამ ყაზაიშვილი და ზურა ვაშალომიძე. 84 აიღო ქულა ელენე ინწკირველმა, მარიამ გიორგაძემ კი  - 83. ჯემალ შარაძემ, ზურაბ სირაძემ და თორნიკე ლომთათიძემ 82-82 ქულა დააგროვეს.  

ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ფატიმა სიორიძე ამაყია თავისი კურსდამთავრებულების წარმატებით და Etaloni.ge-სთან საუბარისას ამბობს, რომ მაღალ შედეგებს ელოდა:


„ბავშვები, რომლებმაც ინგლისური ენის გამოცდაზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს, პირველი კლასიდან გამორჩეული მოსწავლეები არიან და სხვა საგნებსაც ძალიან კარგად ფლობენ. ისინი მრავალ კონკურსსა და ოლიმპიადაში წარმატებით ასპარეზობდნენ. წელს ჩვენმა სკოლამ 12 ოქროსმედალოსანი გააცილა წარმატების გზაზე,“ - აღნიშნავს ფატიმა სიორიძე.

მისივე თქმით, ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა უცხო ენის კათედრის ძლიერი პედაგოგებით გამოირჩევა, 6 სერტიფიცირებული ინგლისური ენის მასწავლებელი მუდმივად მონაწილეობს ტრენინგებსა და გაცვლით პროგრამებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

სკოლაში ინგლისური ენის საუკეთესო კაბინეტი ფუნქციონირებს, სადაც მოსწავლეებს  გაკვეთილები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უტარდებათ:

„მაღალქულიანი მოსწავლეების უმრავლესობას ინგლისური ენა სკოლაში აქვს შესწავლილი. მათ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული განრიგის გარდა, კვირაში ერთხელ, ერთი საათის განმავლობაში, აბიტურის საათი უტარდებოდათ, სადაც ინგლისური ენის ცოდნას მეტად იღრმავებდნენ,“ - აღნიშნავს სკოლის დირექტორი.

ფატიმა სიორიძის თქმით, მეთორმეტეკლასელებთან ინგლისური ენის გაკვეთილებზე გამორჩეულად პედაგოგები: ნინო ნაცვალაძე, ნანა ყაზაიშვილი და თამარ ცხომელიძე მუშაობდნენ.
 
კითხვაზე, თუ რას ნიშნავს კურსდამთავრებულთა წარმატება სკოლისთვის, დირექტორი პასუხობს, რომ მიღებული შედეგები სკოლის ეფექტურ მუშაობას კიდევ ერთხელ ადასტურებს და სხვა მოსწავლეებს უკეთ სწავლის სტიმულს აძლევს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექცია პირველკლასელებს სასკოლო ცხოვრების დაწებას ულოცავს

მოსწავლეთა დაბრუნებას სკოლაში განსაკუთრებულად ელოდნენ

მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს დირექტორმა მარეხი ფირცხელანმა და პედაგოგებმა

სკოლის დირექტორმა, ფატიმა თეთრაძემ, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიმართა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება