სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამტრედიის N10 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა
01-08-2018
-
+


სამტრედიის N10 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „თავისუფლება“ წევრთა ინიციატივით სასკოლო სოციალური პროექტი -  “ვიღებთ პასუხისმგებლობებს -ვყალიბდებით აქტიურ მოქალაქეებად!“ განხორციელდა.

იტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის, სამოქალაქო კლუბის -„თავისუფლება“ კურატორის ეკატერინე ფოცხვერიას თქმით, პროექტის პრეზენტაციას მე-7 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ, რასაც მათი მხრიდან დაინტერესება მოჰყვა და კლუბში გაწევრიანდნენ.

„მე, როგორც კლუბის კურატორმა გავაკეთე ორგანიზება და ხელი შევუწყვე მათ ჩართვას ზემოთ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. პროექტის მიზანს წარმოადგენდა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით, სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. მოსწავლეების მიერ საკლასო ოთახებისა და ინვენტარის სისუფთავის შენარჩუნება და დაცვა. მე-7 კლასის თითოეული მოსწავლე დაწყვილებული იყო მე-9 ან მე- 10 კლასის აღსაზრდელთან. ყოველ დღე სკოლაში 5 წყვილი მოსწავლე მორიგეობდა.მორიგეობის ცხრილი სკოლაში გამოკრული იყო საინფორმაციო დაფაზე, მორიგე მოსწავლეს გულზე მორიგის ფეიჯი ეკიდა. მათ ევალებოდათ ზედამხედველობა დერეფნებსა და საკლასო ოთახებზე (კლასები დიდ დასვენებაზე), თანატოლებისთვის მეგობრული ტონით სისუფთავისკენ მოწოდება, ჩანაწერების გაკეთება, სადაც აღნიშნავდნენ საკუთარ სამორიგეო ობიექტზე გამოვლენილ „ძალიან სუთა“ (3 ქულა), „საშუალოდ სუფთა“ (2 ქულა) და „ნაკლებად სუფთა“ (1 ქულა) კლასს. გაკვეთილების დასრულების შემდეგ ჩანაწერის სახით კლუბის თითოეული მორიგის ანგარიშს ვიბარებდი“,- აღნიშნავს ეკატერინე ფოცხვერია.

მისი თქმით, პროექტი 2 თვის განმავლობაში (აპრილი-მაისი) მიმდინარეობდა. 31 მაისს კი პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.

სკოლის დირექტორმა მაყვალა თევზაძემ განხორციელებულ პროექტს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ პროექტი საჭიროებებზე და პრობლემაზე იყო მორგებული. მოსწავლეებს და კურატორ მასწავლებელს წარმატებული მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა. წარმატებული კლასები და მორიგეები კი სიგელებით დააჯილდოვა.

„ძალიან საინტერესო და სახალისო გამოდგა მოსწავლეებისთვის სამოქალაქო განათლების კლუბში მუშაობა, ჩვენ ერთად კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა განვახორციელეთ. მიმაჩნია, რომ მე-7 კლასის მოსწავლეები არიან ის ასაკობრივი ჯგუფი, რომლებიც სწორად შერჩეული მეთოდების გამოყენებით, ხალისით მუშაობენ არაფორმალურ გარემოში და წარმატებით ასრულებენ სასკოლო, სოციალური პროექტების ფარგლებში დაკისრებულ მოვალეობებს“,- ამბობს კლუბის კურატორი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექცია პირველკლასელებს სასკოლო ცხოვრების დაწებას ულოცავს

მოსწავლეთა დაბრუნებას სკოლაში განსაკუთრებულად ელოდნენ

მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს დირექტორმა მარეხი ფირცხელანმა და პედაგოგებმა

სკოლის დირექტორმა, ფატიმა თეთრაძემ, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიმართა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება