სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფოთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში - „ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
25-07-2018
-
+


ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფიო ღლონტი საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციამ ქსელურ პროექტში - „ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“ მონაწილეობისთვის დააჯილდოვა. 

პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

პროექტში ქვეყნის მასშტაბით 45 სკოლა მონაწილეობდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თავად ისაუბრეს პროექტის მსვლელობისას მიღებულ შთაბეჭდილებებსა და ემოციებზე. 

პედაგოგ სოფიო ღლონტს ქსელურ პროექტში განხორციელებული სამუშაოებისთვის სერთიფიკატი გადაეცა. მოსწავლეები - შოთა აბულაძე (XII კლასი), თამარ ფანცულაია (XII კლასი), ანა ღვამბერია (XII კლასი), მარიამ იობაძე (XII კლასი), ალექსანდრე გიორგაძე (X კლასი) და ოთარ ჯაბურია (VIII კლასი) მე-2 ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდნენ.

სკოლა პედაგოგსა და აღსაზრდელებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება