სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაეცანით ტაბაკინის საჯარო სკოლაში 2017-18 სასწავლო წელს ჩატარებულ აქტივობებს
20-07-2018
-
+


ტაბაკინის საჯარო სკოლაში 2017–2018 წელი საკმაოდ დატვირთული იყო. 

შეფასების ჯგუფის წევრები დადიოდნენ ტრენინგებზე, ასევე სხვადასხვა საგნის მასწავლებელმა გაიარა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული  ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგები. სხვადახვა საგნის მასწავლებელმა ჩაატარა როგორც სტანდარტული, ასევე სამოდელო გაკვეთილი. 3 მასწავლებელი ელოდება „უფროსი მასწავლებლის“ სტატუსს. 

სკოლაში ჩატარდა „თავისუფალი გაკვეთილები“ წიგნიერების, ინტელექტუალურ–შემეცნებითი, ხელოვნების და სპორტის მიმართულებით.  

სკოლაში ფუნქციონირებს  სამოქალაქო კლუბი „მომავლის თაობა“. 

გუნდი სახელწოდებით „სხივი“ მთელი წლის განმავლობაში ახორციელებდა  სხვადასხვა აქტივობას: ბავშვთა უფლებებზე, მოწევისა და ნარკომანიის წინააღმდეგ. 

მაისიდან დაიწყო პროექტი „სასკოლო აქტივობები“, რომლის ფარგლებშიც ინტელექტუალურ–შემეცნებითი მიმართულება დააფინანსა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.  

IX და XI კლასებში ტარდებოდა პროფორიენტაციის გაკვეთილები. II კლასში ჩატარდა  ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.  IV კლასს ჰქონდა გამოსაშვები ღონისძიება. 

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ ჩაატარა ერთობლივი ღონისძიება. 

მოსწავლეები ჩართული იყვნენ ზესტაფონის ახალგაზრდული პარლამენტის მიერ განხორციელებულ  აქტივობებში. 

სკოლის მოსწავლემ მოსწავლემ ლევან გორგაძემ მონაწილეობა მიიღო 72–ე სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში თემით: „მე მოგიყვებით ჩემს დედულეთზე“. ლევანი ქართული ენის სექციაში მონაწილეობდა და ზონალურ ტურში გამარჯვებული თემა გადაიგზავნა თბილისში. მან მე–11 ადგილი აიღო და მისი ნაშრომი წარადგინეს მეცნიერებათა აკადემიის ჯილდოზე. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება