სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფოთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლის ნაშრომი სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე ფიზიკისა და რადიოტექნიკის სექციის გამარჯვებული გახდა
19-07-2018
-
+


ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის №2 საჯარო სკოლის Xა კლასის მოსწავლე ალექსანდრე გიორგაძე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართულ მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ალექსანდრეს თემამ - „ჰიგსის ბოზონი - წარსული თუ მომავალი“ სასკოლო და საქალაქო კომისიების მოწონება დაიმსახურა და რესპუბლიკურ კონფერენციაზე წარსადგენად  რეკომენდაცია მიიღო. 

„სკოლის აღსაზრდელემა წარმატებით დაიცვა თავისი ნაშრომი და გახდა ფიზიკისა და რადიოტექნიკის სექციის გამარჯვებული. კონფერენციის ჟიურიმ ხაზგასმით აღნიშნა ჩვენი მოსწავლის აქტიური ჩართულობა არა მხოლოდ მისი, არამედ სხვა წარდგენილი თემების განხილვაში. როგორც ფიზიკის მეცნიერებათა პროფესორმა, იური პაპავამ, აღნიშნა ეს ალექსანდრეს საფუძვლიან ცოდნაზე მიუთითებდა. მიღწეული წარმატებისთვის ჩვენი წარჩინებული მოსწავლე პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა და როგორც გამარჯვებულთა შორის ერთ-ერთ საუკეთესოს, ფონდმა „იავნანამ“ საჩუქრად პლანშეტი გადასცა. სკოლა წარმატებებს უსურვებს ალექსანდრესა და მისი თემის ხელმძღვანელს, ფიზიკის მასწავლებელ ნინო ლომიძეს სამომავლო გეგმების განხორციელებაში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტო

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება