სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი დაუვიწყარი საღამო ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში
27-10-2026
-
+


ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ულამაზესი და ემოციებით სავსე ღონისძიება გაიმართა.

„როცა მასწავლებლები სახელმძღვანელოებს გვერდზე გადადებენ და სცენას დაიკავებენ, მაშინ იწყება ნამდვილი სანახაობა!“,- აღნიშნავენ სკოლაში ღონისძიების შესახებ გვიყვებიან. 

„სამი გუნდი, სამი შემოქმედებითი სამყარო, სიმღერა, იუმორი, მახვილგონიერება და ისეთი პაექრობა, სადაც პასუხებსაც ფრთები აქვს, ხუმრობებსაც - მახვილი და ღიმილს ბოლო არ უჩანს! 

ვინ იმღერებს უკეთ? ვინ გააოცებს დარბაზს გონებამახვილობით? ვის აღმოაჩნდება იუმორის ყველაზე მჭრელი იარაღი? ამ დღეს ყველაზე ხმამაღლა გაიჟღერა მასწავლებლის პროფესიის სიყვარულმა, მეგობრობამ და იმ საოცარმა ენერგიამ, რომელიც, მხოლოდ მასწავლებლებს შეუძლიათ, ასე გულუხვად გააზიარონ!“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მასწავლებლის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში.            

ღონისძიების იდეის ავტორი და წამყვანი ქუთაისის №4 საჯარო სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე იყო, რომლის შემოქმედებითმა მიდგომამ და ენერგიამ საზეიმო განწყობა შექმნა.

მასწავლებლებმა თავიანთი ნიჭი, იუმორი, გონებამახვილობა და გუნდური სულისკვეთება წარმოაჩინეს, რამაც ღონისძიება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი გახადა. დასასრულს ყველა მონაწილეს თემატური საჩუქარი გადაეცა, რაც მათთვის სასიამოვნო სიურპრიზად იქცა.

ეს დღე თითოეული პედაგოგისათვის სითბოთი, სიყვარულითა და დაუვიწყარი ემოციებით სავსე დღესასწაულად იქცა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიების იდეის ავტორი და წამყვანი ქუთაისის №4 საჯარო სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე იყო

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება