| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N61 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
9 ოქტომბერს, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პროექტ „Energo-Pro Eco Hero 2026“-ის ფარგლებში, სკოლის IXგ კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ნაია ენდელაძესთან ერთად, ქალაქ მცხეთაში, თეატრონის ტერიტორიაზე გამართულ გარემოსდაცვით ინიციატივას შეუერთდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება შემეცნებითი პრეზენტაციით დაიწყო - კომპანიის გარემოსდაცვითი მიმართულების წარმომადგენელმა მოსწავლეებს უსაფრთხოების წესები, ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავების თანამედროვე სტანდარტები გააცნო. თეორიული ნაწილის შემდეგ, მოსწავლეებმა ერთობლივად იშრომეს და თეატრონის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
საქმიანობის დასრულების შემდეგ გაიმართა დღის შეჯამება, სადაც მოსწავლეებმა მიღებული შთაბეჭდილებები გააზიარეს და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები ჩაიბარეს.
დღის კულტურული ნაწილი მცხეთის ისტორიული ძეგლების - ჯვრის მონასტრისა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მოლოცვასა და დათვალიერებას დაეთმო, რამაც მოსწავლეებისათვის ეს გასვლა განსაკუთრებით დაუვიწყარი გახადა.
„ჩვენი სკოლა დიდ მადლობას უხდის კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მოზარდებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის“,-დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
საქმიანობის დასრულების შემდეგ გაიმართა დღის შეჯამება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად