| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში განხორციელდა საინტერესო, შემეცნებითი და შთაბეჭდილებებით სავსე ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი -„წიგნის ჯადოსნური კარი“, რომლის მთავარი მონაწილეები ჩვენი ყველაზე პატარა მოსწავლეები, პირველკლასელები იყვნენ.
პროექტი პირველი კლასის დამრიგებლისა და ქართული ენის მასწავლებლის - ლია აფციაურისა და სკოლის ბიბლიოთეკარის - თეა აბრამიშვილის თანამშრომლობით განხორციელდა.
„ყოველი წიგნი ახალი სამყაროს კარია, ხოლო ყოველი წაკითხული გვერდი პატარა ნაბიჯია დიდი აღმოჩენებისკენ!“ - ამ ლოზუნგით დაიწყო პატარა მკითხველების დიდი თავგადასავალი.
პირველკლასელებისთვის სკოლის ბიბლიოთეკაში სტუმრობა საინტერესო აღმოჩენებითა და სასიამოვნო ემოციებით სავსე თავგადასავლად იქცა.
ბიბლიოთეკარმა თეონა აბრამიშვილმა პატარებს გულთბილად უმასპინძლა, გააცნო ბიბლიოთეკის დანიშნულება, წიგნების მრავალფეროვანი სამყარო და მათი მოვლისა და გაფრთხილების წესები.
ბავშვებმა დაათვალიერეს წიგნების თაროები, ინტერესით გადაფურცლეს ფერადი, ილუსტრირებული გამოცემები და გაიგეს, რომ თითოეულ წიგნს თავისი ადგილი და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
პირველი კლასის დამრიგებელმა ლია აფციაურმა, მოსწავლეებს ესაუბრა წიგნის როლზე ადამიანის ცხოვრებაში, აუხსნა, როგორ გვეხმარება კითხვა სამყაროს შეცნობაში, ახალი სიტყვების სწავლაში, წარმოსახვის განვითარებასა და ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებების გააზრებაში, როგორებიცაა მეგობრობა, სიკეთე და თანადგომა.
პროექტმა გააერთიანა ქართული ენისა და ხელოვნების საგანმანათლებლო მიმართულებები. წიგნების ფერადი ილუსტრაციების გაცნობამ პატარებს შესაძლებლობა მისცა, სიტყვა, გამოსახულება და წარმოსახვა ერთმანეთთან დაეკავშირებინათ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მთავარი მიზანი იყო პირველკლასელებში წიგნისა და კითხვის მიმართ სიყვარულის გაღვივება, ბიბლიოთეკის მნიშვნელობის გაცნობიერება, წიგნთან მოპყრობის კულტურის ჩამოყალიბება და დამოუკიდებელ მკითხველად განვითარების ხელშეწყობა.
ასეთი აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლების საწყის ეტაპზე, რადგან ხელს უწყობს ბავშვებში ცნობისმოყვარეობის, შემოქმედებითი აზროვნების, კომუნიკაციისა და წიგნიერების უნარების განვითარებას.
სკოლის დირექტორი მადლობას უხდის ადამიანებს, რომლებიც ბავშვებს წიგნის სიყვარულს ასწავლიან.
სკოლის დირექტორი მაია სიმონიძე მადლობას უხდის პირველი კლასის დამრიგებელსა და ქართული ენის მასწავლებელს, ლია აფციაურს, სკოლის ბიბლიოთეკარს, თეა აბრამიშვილს, და ჩვენს პატარა პირველკლასელებს საინტერესო, შინაარსიანი და შემეცნებითი ერთობლივი პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.
ქალბატონი მაია დადებითად აფასებს მასწავლებლისა და ბიბლიოთეკარის თანამშრომლობას, მათ პროფესიულ მონდომებასა და მოსწავლეებისთვის საინტერესო საგანმანათლებლო გარემოს შექმნისკენ მიმართულ ძალისხმევას.
სკოლის დირექტორი პროექტის თითოეულ მონაწილეს უსურვებს წარმატებას, პროფესიულ და პიროვნულ წინსვლას, ახალ შემოქმედებით იდეებსა და საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას.
განსაკუთრებული სითბოთი უსურვებს პატარა პირველკლასელებს ბედნიერ და წარმატებულ სასკოლო წლებს, ცოდნის დაუცხრომელ წყურვილს, უამრავ საინტერესო აღმოჩენასა და წიგნების სამყაროში დაუვიწყარ მოგზაურობას.
„დაე, თითოეული წიგნი მათთვის ახალი აღმოჩენის დასაწყისი გახდეს, ყოველი წაკითხული ისტორია კი სიკეთის, მეგობრობისა და ოცნებების სამყაროში მოგზაურობად იქცეს!
რადგან წიგნის სიყვარული ბავშვობიდან იწყება, ხოლო დიდი მომავალი ხშირად სწორედ პირველი გადაფურცლული გვერდიდან იბადება!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად