სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N108 სკოლის მენტორი მასწავლებელი ლუსანა ლომაია ბრიუსელში, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა
08-10-2026
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლის ქიმიისა და ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი, დოქტორი ლუსანა ლომაია, 1-3 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ  eTwinning-ის საერთაშორისო  შემაჯამებელ კონფერენციაში მონაწილეობდა.

საერთაშორისო ღონისძიებამ სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლებსა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა, გაეზიარებინათ თანამედროვე საგანმანათლებლო გამოცდილება, საერთაშორისო თანამშრომლობის პრაქტიკა და სკოლაში ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ლუსანა ლომაიასთვის ბრიუსელის კონფერენციაში მონაწილეობა მისი მრავალწლიანი eTwinning საქმიანობის მნიშვნელოვანი პროფესიული ეტაპი იყო. საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე მან თავისი სკოლის გამოცდილება და იმ პროექტების პრაქტიკა წარმოადგინა, რომლებიც მოსწავლეებში კვლევით, თანამშრომლობით და კრიტიკულ აზროვნებას ავითარებს.

„პედაგოგის  საქმიანობაში  განსაკუთრებული ადგილი  უკავია საერთაშორისო პროექტს - „The Holocaust and human rights”, რომელმაც ეროვნული ხარისხის ნიშანი აიღო და წარდგენილია ევროპული ხარისხის ნიშანზე. პროექტში ისტორიული მეხსიერება, ადამიანის უფლებები, მეცნიერება და ბიოეთიკა ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში გაერთიანდა. ბრიუსელში მიღებული გამოცდილება კი უკვე ქართული სკოლის ყოველდღიურობას უბრუნდება - ახალი იდეების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და  მოსწავლეებისთვის  კიდევ უფრო საინტერესო სასწავლო შესაძლებლობების სახით.

ლუსანა ლომაიას საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თბილისის N108 საჯარო სკოლის აქტიურ ჩართულობას ევროპულ საგანმანათლებლო  სივრცეში და ქართველი მასწავლებლების შესაძლებლობას, საკუთარი გამოცდილება წარმოაჩინონ საერთაშორისო დონეზე“,- აცხადებენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, ლუსანა ლომაია სკოლამ წარადგინა მასწავლებლის ეროვნული პრემიის კანდიდატად. სასკოლო საზოგადოება ამაყობს ქალბატონი ლუსანას დამსახურებული აღიარებით და  უსურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას და შემდგომ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში. მოსწავლეები კი კვლავ ელიან  მრავალ საინტერესო აქტივობას ლუსი მასწავლებლის ხელმძღვანელობით.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება