სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები „მეცნიერების რეგიონულ ფესტივალს“ შეუერთდნენ
06-10-2026
-
+


ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგების მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, იძენენ ცოდნას და ახალ გამოცდილებას. 

ახლახან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026“ გაიმართა.

მოეწყო სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ინოვაციური სივრცე „მეცნიერების ქალაქი“. ფესტივალის საგამოფენო ნაწილში წარმოდგენილი იყო აკაკი  წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების, პროფესიული განათლების ცენტრის, პარტნიორი უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების, სკოლებისა და კერძო სექტორების საქმიანობა.

ფესტივალში, პედაგოგ მაია ჯანაშიას ხელმძღვანელობით, აქტიურად ჩაერთნენ ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. მათ წარმატებით წარმოაჩინეს საკუთარი ცოდნა, შემოქმედებითი უნარები და კვლევისადმი ინტერესი, რისთვისაც სხვადასხვა პრიზი დაიმსახურეს.

ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სკოლა მხარს უჭერს მოსწავლეთა სამეცნიერო ინტერესების განვითარებასა და მათ აქტიურ მონაწილეობას საგანმანათლებლო და შემეცნებით ღონისძიებებში. ვუსურვებთ ახალგაზრდებს კიდევ მრავალ გამარჯვებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

პიროვნება
სკოლები
„კიდევ ერთხელ ვულოცავთ პირველკლასელებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება