| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შპს N1 (გოქაძის) სკოლაში მოსწავლეთა მიღწევები საამაყო და წახალისებულია.
ახლახან, სკოლაში კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიება 2 ოქტომბერს ჩატარდა და მას სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
სკოლის დირექტორმა გოჩა გოქაძემ მოსწავლეებს კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატები გადასცა და მათ მიღწეული შედეგები მიულოცა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა სკოლის საპატიო სტუმარი, ამერიკელი მარკ გაბაუერი, რომელმაც მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, წარმატება მიულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდი ინგლისური ენის პედაგოგებს, რომელთა წვლილი მოსწავლეთა წარმატებაში განუზომელია. კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელ ყველა მოსწავლეს კი მიღწეულ შედეგს ულოცავენ.
„ორ ოქტომბერს, ჩვენს სკოლაში გაიმართა კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი, რომლის ფარგლებშიც ჩვენმა დირექტორმა მოსწავლეებს თავიანთი შრომით მიღწეული შედეგების დამადასტურებელი კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატები გადასცა.
ჩვენ ასევე მოხარულნი და მადლიერნი ვართ, რომ ღონისძიებას ესწრებოდა ჩვენი საპატიო ამერიკელი სტუმარი მარკ გაბაუერი, რომელმაც მოსწავლეები გაამხნევა და მათ მოტივაცია მისცა.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის ინგლისური ენის პედაგოგებს გაწეული შრომისა და მხარდაჭერისთვის, რამაც მოსწავლეების წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
იხილეთ ფოტოები:
ვულოცავთ, ყველა მოსწავლეს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ მათ კიდევ ბევრ წარმატებას!“- აღნიშნავენ სკოლაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“
ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“
იამზე გადილია etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში საუბრობს როგორი უნდა იყოს კარგი გაკვეთილი
სკოლაში კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ