| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
სკოლის მე-9ბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ნინო ზირაქაძის ხელმძღვანელობით, კლასის საათის ფარგლებში, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ეწვივნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ინტერაქციული ტექნოლოგიური მუზეუმი - საქართველოში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციის ახალი სივრცე, სადაც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ინოვაციური ექსპონატები, ექსპერიმენტები და პრაქტიკული გამოცდილება მეცნიერების აღმოჩენის სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობას იძლევა.
„ეს ნამდვილად არის ადგილი, სადაც ცნობისმოყვარეობა ცოდნად, ცოდნა კი შთაგონებად გარდაიქმნება!“- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ ვიზიტის განმავლობაში ბავშვებმა დაათვალიერეს ინტერაქციული ექსპონატები და უშუალოდ ჩაერთვნენ ექსპერიმენტების პროცესში.
მოსწავლეებმა პრაქტიკული გამოცდილებით გამოსცადეს, თუ როგორ მიმდინარეობს სხვადასხვა მეცნიერული და ტექნოლოგიური მოვლენა.
„ასეთი პრაქტიკული და შემეცნებითი ვიზიტები მოსწავლეებში კრიტიკულ აზროვნებასა და ცნობისმოყვარეობას აღვიძებს, რაც მათ მომავალ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს“,- აღნიშნავენ სკოლას და დიდი მადლობას უხდიან ქუთაისის ტექნო ჰაბის გუნდს მასპინძლობისთვის, საინტერესო გამოცდილებისა და მოსწავლეების მოტივირებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“
ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“
იამზე გადილია etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში საუბრობს როგორი უნდა იყოს კარგი გაკვეთილი
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ