სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია
01-10-2026
-
+


2027 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებების დასაფინანსებლად ჯამურად 3 მილიარდ 501.5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. შესაბამისი პროგრამები როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ისე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებშია ასახული.

უშუალოდ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 225.8 მილიონი ლარით იზრდება და 2 მილიარდ 928 მილიონ ლარს შეადგენს.

დამატებით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების ხარჯები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებშია გათვალისწინებული. ამ თანხების ჩათვლით, 2027 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პროგრამებისთვის გამოყოფილი საერთო დაფინანსება 3 მილიარდ 501.5 მილიონ ლარს მიაღწევს.

სკოლამდელი და ზოგადი განათლება

ყველაზე დიდი დაფინანსება - 2 მილიარდ 82.9 მილიონი ლარი - სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებაზეა გათვალისწინებული. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების ზრდა.

პროფესიული და უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლების დასაფინანსებლად 2027 წლის ბიუჯეტში 248 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ხოლო უმაღლესი განათლების მიმართულებისთვის - 247.7 მილიონი ლარი.

უმაღლესი განათლების პროგრამის ფარგლებში 100 მილიონი ლარი უმაღლესი განათლების რეფორმის დაფინანსებას მოხმარდება.

რეფორმის ფარგლებში, 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღებული სტუდენტების სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

მეცნიერება და სამეცნიერო კვლევები

მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისთვის 2027 წელს 95.6 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

დაფინანსება ასევე იზრდება ინკლუზიური განათლების მიმართულებით. ამ პროგრამისთვის 127.4 მილიონი ლარია განსაზღვრული. აღნიშნული თანხების ფარგლებში გათვალისწინებულია შესაბამისი უნარების მქონე მასწავლებლების რაოდენობისა და მათი ხელფასების ზრდა.

ახალგაზრდობის მხარდაჭერა

ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამის დასაფინანსებლად 2027 წლისთვის 22.5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ამრიგად, 2027 წლის საბიუჯეტო პრიორიტეტებში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებები რამდენიმე ძირითად კომპონენტს მოიცავს - ზოგად და სკოლამდელ განათლებას, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას, მეცნიერებასა და კვლევებს, ინკლუზიურ განათლებასა და ახალგაზრდობის მხარდაჭერას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება