სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

როკითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით რუსულ ენაში ცოდნა გაიღრმავეს
17-07-2018
-
+


როკითის საჯარო სკოლაში 2017-1018 სასწავლო წელს, პედაგოგ ელისო ლაბაძის ხელმძღვანელობით, რუსული ენის წრე - „ნორჩი ლინგვისტები“ ფუნქციონირებდა. 

წრის აქტივობებში V კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სამი თვის (მარტი-აპრილი-მაისი) მანძილზე სულ 10 შეხვედრა შედგა. საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა ერთ საათს შეადგენდა. 

როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, შეხვედრების მიზანი იყო, მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. 

„საწრეო მუშაობა ნაყოფიერი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა შეძლეს სიტყვების შეთანხმება სქესის მიხედით, წინადადებებში ზმნის ფორმების სწორად გამოყენება, 100- მდე თვლა და საათის ცნობა, მარტივი კონსტრუქციების შედგენა. ანუ სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით უკეთ შეისწავლეს აღნიშნული საფეხურით გათვალისწინებული გრამატიკული მასალა. აღნიშნული მასალის შესწავლით მოსწავლეებს გაუღრმავდათ გრამატიკულ ცოდნა, გაიუმჯობესეს სამეტყველო ფუნქციები და დაკვირვების უნარი“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება