| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლის მთავარ თემად 1-6 კლასელებისთვის სავალდებულო ფორმები იქცა. 1-ელი სექტემბრიდან რეალიზაცია ოფიციალურად დაიწყო და აჟიოტაჟმაც იმატა - ზოგი მშობელი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც პირველკლასელს მინიმალური - XS ზომის სამოსი ისეთი დიდი აქვს, ალბათ მე-4 კლასამდე ახლის ყიდვა არ მოუწევთ; ზოგისთვის კვლავ 72 პროცენტიანი პოლიესტერია მოუგვარებელი პრობლემა, ზოგისთვის - პიჯაკის სტილი, რომელიც „ოვერსაიზად“ აქვთ მორგებული ბავშვებს (თუმცა გემოვნებაზე (არ) დავობენ) და სანამ უფროსები ფასებზე, ხარისხსა თუ სხვა დეტალებზე ნერვიულობენ, თავად პატარები ახალ რეალობას თავისებური იუმორით ხვდებიან.
გთავაზობთ მათ გულწრფელ, სახალისო და ცოტა სერიოზულ კომენტარებს - ადვილი ხომ არაა შეგუება იმასთან, რომ კომფორტულ სამოსს კლასიკური სტილის უნიფორმა ჩაანაცვლებს:
სანდრო (მე-2 კლასი): „არ მომწონს! ქრინჯობაა ფორმა!“
ანდრია (მე-5 კლასი): „სკოლის ჯგუფში ბიჭებმა რომ დავინახეთ ფოტოები, პირველი რეაქცია იყო: მთელი ცხოვრება ჰუდებით და სპორტულებით დავდივარ და ახლა კლასიკური შარვალი უნდა ჩავიცვა? დასვენებაზე ფეხბურთს როგორ ვითამაშებთ?“
ნიცა (მე-6 კლასი): „ჩემს კლასში გოგოებს არ მოგვწონს... ყველა ერთნაირები ვიქნებით, ერთი და იგივე ტანსაცმელი უნდა გვეცვას კიდევ 6 წელი?“
დიდი მხიარულება ზომების არჩევამ გამოიწვია - სტანდარტულმა თარგებმა მშობლებიც და მოსწავლეებიც „საგონებელში“ ჩააგდო.
ლუკა (1-ელი კლასი): „ყველაზე პატარა ზომის პიჯაკი მომაზომეს, მაგრამ მკლავები მუხლებამდე მწვდება. მამამ იხუმრა, „დიდი იყიდეთ, მომავალ წელსაც ჩაიცვამსო“...
თომა (მე-6 კლასი): „გვეუბნებიან, რომ ყველანი თანასწორები უნდა ვიყოთ - ამიტომ შემოიღეს ფორმებიო. მაგრამ მაინც ყველამ იცის, ვის რა ტელეფონი აქვს, ვინ რა ბრენდის ბოტასებით დადის ან ვის როგორი ჩანთა უჭირავს. ტანსაცმლის „გათანაბრებით“ არაფერი იცვლება“.
ფაქტია, ახალმა სასკოლო ფორმებმა ქართულ ოჯახებში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. რამდენად შეეგუებიან პატარა მოსწავლეები ახალ სტანდარტებს და გაუძლებს თუ არა ტანსაცმლის ხარისხი დაწყებითი კლასელების აქტიურ დღის რეჟიმს, ამას უკვე უახლოესი თვეები აჩვენებს. მანამდე კი - სასკოლო ფორმებზე „მიმების“ ახალი სეზონი ოფიციალურად გახსნილია.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება