| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.
სკოლაში მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, დღეს კი მათი წარმატებით ხარობენ - ახარებთ, რომ მათმა მრავალწლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო, ამაყობენ ახალგაზრდების მიღწევებით და წარმატებულ კურსდამთავრებულებს გვაცნობენ:
სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ.
„ჩვენი გიმნაზიის თითოეულ კურსდამთავრებულს ვულოცავთ სტუდენტობას!
ჩვენო ძვირფასო გიმნაზიელებო!
ეს წარმატება მხოლოდ თქვენს შრომასა და მიზანდასახულობასთან ერთად მთელი ჩვენი სკოლა-გიმნაზიის საერთო გამარჯვებაა.
კურსდამთავრებულებო, გვჯერა, რომ უნივერსიტეტში ახალი ეტაპი გახდება თქვენი შესაძლებლობების კიდევ უფრო დიდი აღმოჩენა.
წარმატებები, პასუხისმგებლობა და დაუღალავი შემართება გქონდეთ ყველგან და ყოველთვის!
ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ უამრავი წარმატება და საინტერესო გზა გელოდებათ!
გფარავდეთ უფალი!
ასევე, გულით ვულოცავთ მშობლებს, რომელთა თავდადება, სიყვარული და მხარდაჭერა უდიდესი ძალაა ჩვენი გიმნაზიელებისთვის. თქვენი შვილების ეს გამარჯვება – თქვენი გამარჯვებაც არის!“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს