| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2026-2027 სასწავლო წლისთვის მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა და ვადები ცნობილია - მთავრობის ახალი ნორმატიული აქტით კვოტები განახლდა.
ცვლილებები შეეხო როგორც ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებით მისაღებ სტუდენტებს, ისე იმ პირებს, რომლებიც უნივერსიტეტებში გამოცდების გავლის გარეშე ირიცხებიან.
გარდა ამისა, განისაზღვრა უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციული ვალდებულებები:
გამოცდების გარეშე მისაღები, კონკრეტული კატეგორიის სტუდენტების ჩარიცხვის ბრძანება უნივერსიტეტებმა უნდა გამოსცენ არაუგვიანეს 2026 წლის 1-ელი ოქტომბრისა. ბრძანების გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში კი სასწავლებლები ვალდებულნი არიან, ეს მონაცემები წარადგინონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
ჯამში სახელმწიფო უნივერსიტეტები 21 709 სტუდენტს მიიღებენ სხვადასხვა მიმართულებაზე, ხოლო რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს - ვაკანტურია 3 390 ადგილი.
დეტალური ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე - იხილეთ ბმულზე.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი