საპრეტენზიო განაცხადის შესავსებად განკუთვნილ ბმულზე გადასვლის შემდეგ შესაბამის ველებში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და პაროლი;
ავტორიზაციის შემდეგ გაიხსნება გვერდი, სადაც გამოჩნდება: საპრეტენზიო განაცხადის მიღების ვადა; თქვენი საგამოცდო ნომერი; თქვენ მიერ გადახდილი თანხის ოდენობა; იმ საგნების რაოდენობა, რომლებშიც შეგიძლიათ საპრეტენზიო
განაცხადების წარდგენა და საგნების ჩამონათვალი, რომელთა გამოცდებშიც მიიღეთ მონაწილეობა;
იმ საგნის გასწვრივ, რომელზეც გსურთ საპრეტენზიო განაცხადის შეტანა, დააჭირეთ ღილაკს ,,დამატება’’;
გამოჩნდება თქვენ მიერ არჩეული საგნის დავალებების ჩამონათვალი. მონიშნეთ ის დავალება/დავალებები, რომელთა შეფასებასაც არ ეთანხმებით;
თუ საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ერთზე მეტ საგანში გსურთ, თითოეული საგნისთვის გაიმეორეთ იგივე მოქმედებები;
თქვენ მიერ მონიშნულ ან გაუქმებულ თითოეულ დავალებას სისტემა ავტომატურად ინახავს;
სასურველი დავალებების არჩევის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს ,,გამოსვლა’’;
გაითვალისწინეთ, საპრეტენზიო განაცხადში ნებისმიერი ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვამდე ღილაკის - „შეცვლა“ გამოყენებით;
თუ საპრეტენზიო განაცხადის შევსების შემდეგ მისი წარდგენა გადაიფიქრეთ, საგნის დასახელების გასწვრივ დააჭირეთ ღილაკს „შეცვლა’’, შემდეგ კი - „გაუქმება’’. გამოჩნდება საპრეტენზიო განაცხადის გაუქმების დადასტურების ფანჯარა.
თუ ნამდვილად გსურთ საპრეტენზიო განაცხადის გაუქმება, დააჭირეთ ღილაკს „დიახ’’.