სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განძის N1 საჯარო სკოლა საზაფხულო სკოლების გაცნობით ღონისძიებაში მონაწილეობდა
16-07-2018
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის  „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების“ ფარგლებში ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და კახეთი) არაქართულენოვან სკოლებში მუშაობენ ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებლები.  

სკოლებში დიდი ყურადღება ეთმობა ქართული ენის სწავლებას როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე არაფორმალურ გარემოში. 

სწორედ ამიტომ იმ სკოლებში, სადაც მუშაობენ კონსულტანტ-მასწავლებლები შექმნილია საზაფხულო სკოლები, რომელთა მისიაა სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია. 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 10 სკოლაში დასაქმებულია კონსულტანტ-მასწავლებლები, რომლებიც ზაფხულის განმავლობაში მუშაობენ ქართული ენის კლუბებში. 

ყველა კლუბის მისიაა სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია. 

საზაფხულო სკოლების საქმიანობიდან გამომდინარე ჩატარდა ერთობლივი გაცნობითი სახის ღონისძიება, სადაც ათივე სკოლამ მიიღო მონაწილეობა. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ქართულ ენაზე წარმოადგინეს სპექტაკლები, სიმღერები და ცეკვები. 

ღონისძიებაზე განძის N1 საჯარო სკოლის გარდა მონაწილეობდნენ  განძის N2 საჯარო სკოლა,ოროჯალარის საჯარო სკოლა, ფოკას საჯარო სკოლა, როდიონოვკის საბაზო სკოლა, პატარა გონდურის საჯარო სკოლა, მამწვარის საჯარო სკოლა, უჩმანის საჯარო სკოლა, გორელოვკის საჯარო სკოლა და ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლა. 

ნინოწმინდის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურმა სამახსოვრო სიგელები გადასცა მონაწილე ქართული ენის კლუბებს. 

ღონისძიებას ესწრებოდა ქალაქის მერი ანი მოსოიანი.   

ღონისძიების ორგანიზატორი იყო განძის N1 საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი მაკა ანთაძე. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება