სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლაში მასშტაბური ინტელექტუალური პროექტი განხორციელდა
13-07-2018
-
+


დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლაში უკვე მეექვსედ მასშტაბური ინტელექტალური პროექტი „ინტელექტის დღე-2018“ განხორციელდა.

მოსწავლეებმა თამაშში „რა? სად? როდის?“ მონაწილეობა მიიღეს. 

პროექტის პირველ ეტაპზე სინქრონული თამაშები 74 სათამაშო მოედანზე ჩატარდა ( 59 მუნიციპალური ცენტრი, 4 თვითმმართელი ქალაქი, 10 სათამაშო მოედანი თბილისში და ტურნირი არასრულწლოვანთა პენიტენციალურ დაწესებულებაში). 
წამყვანებად ცნობილი ტელემოაზროვნეები და საქართველოს კლუბის „რა? სად? როდის?“ აქტივისტები იყვნენ. 

სულ პროექტში მონაწილეობა 1500-მდე სკოლამ მიიღო, რაც ნიშნავს, რომ „ინტელექტის დღეს“ მთელი ქვეყნის მასშტაბით „რა? სად? როდის?“ ერთდროულად  10 000-ზე მეტმა მოსწავლემ ითამაშა.
 თიანეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით პროექტში პირველ ეტაპზე მონაწილეობა ათი საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო. 

ინტელექტუალური დაპირისპირება ზარიძეების საჯარო სკოლაში გაიმართა. კონკურენტულ ბრძოლაში ღირსეული პირველი ადგილი მირზა გელოვანის სახელობის N1 საჯარო სკოლამ, მეორე და მესამე ადგილები ზარიძეების საჯარო სკოლის და ახალსოფლის საჯარო სკოლის გუნდებმა გაინაწილეს. 

გამარჯვებულები თიანეთის რესურცენტრის უფროსმა ირაკლი ზვიადაურმა სიგელებით დააჯილდოვა. 

მეორე ეტაპზე-ფინალურ ტურნირზე (რომელიც 6 ოქტომბერს  თბილისში ჩატარდება და მონაწილეობას ყველა მუნიციპალური ჩემპიონი მიიღებს) თიანეთის მუნიციპალიტეტის ღირსებას მირზა თიანეთის მუნიციპალიტეტის ღირსებას მირზა გელოვანის სახელობის N1 საჯარო სკოლის გუნდი დაიცავს. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება