| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც მასწავლებლის ახალი თანამდებობა ჩნდება. როგორც განათლების მინისტრის მოადგილე განმატავს, ეს პირები სკოლებში მიზნობრივი პროგრამის საფუძველზე დასაქმდებიან.
„კანონში გაჩნდება მასწავლებლის ახალი თანამდებობები, როგორიცაა - „პროგრამის მასწავლებელი“ და „პროგრამის სპეციალური მასწავლებელი“, რომლებიც სკოლაში დასაქმდებიან რომელიმე მიზნობრივი პროგრამის საფუძველზე, განსაზღვრული პერიოდით და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მათი მობილობა სხვა სკოლაში“, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.
პროგრამის მასწავლებელი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ადმინისტრირებული მიზნობრივი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განსაზღვრული ვადით მივლენილი მასწავლებელი;
პროგრამის სპეციალური მასწავლებელი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ადმინისტრირებული მიზნობრივი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განსაზღვრული ვადით მივლენილი სპეციალური მასწავლებელი.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი