სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

სომხეთის ელჩმა „ეტალონის“ ფინალში მე-2 ადგილზე გასული მოსწავლე დააჯილდოვა
13-07-2018
-
+


საქართველოში სომხეთის ელჩმა რუბენ სადოიანმა 2017-2018 სასწავლო წლის „ეტალონის“ ფინალში მეორე ადგილზე გასულ მონაწილეს, მილენა ადამიანს (შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე) საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარიც გადასცა. ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.

სომხეთის რესპუბლიკის საელჩოში გამართულ შეხვედრას, ელჩთან და „ეტალონის“ მეორეადგილოსან მოსწავლესთან ერთად, შაუმიანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი არტუშ ურუმიანი ესწრებოდა.

როგორც სომხეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე სომხეთის ელჩმა სიამაყით აღნიშნა, რომ ქართულენოვან კონკურსში ეთნიკურად არაქართველი მოსწავლის მიერ საპატიო მეორე ადგილზე გასვლა მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. რუბენ სადოიანის თქმით, მილენა ადამიანის წარმატება სამაგალითოა თანამემამულეებისთვის. 

„ეტალონში“ მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებისთვის ელჩმა მილენას „Amazon Kindle“ e-reader გადასცა.

„ინტელექტ-ჩემპიონატში მე-2 ადგილზე გასული მოსწავლე დავაჯილდოვეთ, მას საჩუქრად ქინდლი გადავეცით, ელჩმა მილენა ადამიანს პირადად მიულოცა „ეტალონში“ მიღწეული წარმატება,“ - განუცხადეს Etaloni.ge-ს სომხეთის საელჩოში.

როგორც მილენა ადამიანმა Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს აღიარება:

„სომხეთის ელჩმა საელჩოში მიგვიწვია მე და სკოლის დირექტორი. მან მომილოცა „ეტალონში“ მიღწეული წარმატება და საჩუქარიც გადმომცა. ძალიან გამიხარდა. ეს ჩემთვის დიდი სტიმული და მოტივაციაა. დიდი მადლობა ბატონ ელჩს. „ეტალონის“ ფინალში მე-2 ადგილზე გასვლა, ძალიან დიდი გამარჯვებაა და მიხარია, რომ ასეთ წარმატებას მივაღწიე,“ - აღნიშნა მილენა ადამიანმა.

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის დირექტორის, არტუშ ურუმიანის თქმით, ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მოპოვებული აღიარება ცხადყოფს, რომ სკოლა ეფექტურად მუშაობს და წარმატებაზეა ორიენტირებული:

„მილენა ძალიან შრომისმოყვარე და ბეჯითი მოსწავლეა, ვიმედოვნებთ, რომ „ეტალონში“ მიღებული გამოცდილება და წარმატება მომავალი წინსვლისთვის გამოადგება. მას პროგრამისტობა სურს და ელჩის თქმით, მილენას ყველანაირად შეუწყობენ ხელს დასახული მიზნის მიღწევაში. ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მოპოვებული აღიარება ცხადყოფს, რომ უშედეგოდ არ გვიშრომია და ჩვენი სკოლა ეფექტურად მუშაობს და წარმატებაზეა ორიენტირებული,“ - აღნიშნა არტუშ ურუმიანმა Etaloni.ge-სთან საუბრისას.

ცნობისთვის, „ეტალონის“ ფინალში მე-2 ადგილზე გასულ მონაწილეს ქვემო ქართლის გუბერნიაში, სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემაც გადასცეს საჩუქრები.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება