სიახლეები
ყველაზე პოპულარული


„ეტალონის“ ფინალში მე-2 ადგილზე გასული მონაწილე და Etaloni.ge-ს კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლე ქვემო ქართლის გუბერნატორმა დააჯილდოვა
12-07-2018
-
+


ქვემო ქართლის გუბერნიაში, სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, სოციალურად დაუცველი, სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები და სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების გამარჯვებული ხუთი ახალგაზრდა, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტებიდან, მიღწეული წარმატებებისთვის სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა.

5 წარმატებულ მოსწავლეს შორის იყვნენ 2017-2018 სასწავლო წლის „ეტალონში“ მეორე ადგილზე გასული მოსწავლე მილენა ადამიანი (შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე) და Etaloni.ge-ს კონკურსებში გამარჯვებული მალაქ აშიროვა (კირაჩმუღანლოს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე).

გრიგოლ ნემსაძის გადაწყვეტილებითა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის მხარდაჭერით, წარმატებული მოსწავლეები ქობულეთში, საზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან, სადაც ისინი ხუთი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში ჩაერთვებიან. წალკისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები კი წარჩინებული ბავშვების მატერიალურ წახალისებას უზრუნველყოფენ.

როგორც ქვემო ქართლის გუბერნიაში, სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რეგიონის მასშტაბით წარმატებული მოსწავლეები სისტემატურად დაჯილდოვდებიან:

„ჩვენ სისტემატურად ვაჯილდოებთ რეგიონის მასშტაბით წარმატებულ მოსწავლეებს. წელს საქართველოს სტუდენტური პარლამენტის მხარდაჭერით რეგიონის 5 წარმატებული მოსწავლე დავაჯილდოვეთ. ერთ-ერთი იყო, „ეტალონის“ ფინალში მე-2 ადგილზე გასული მოსწავლე. „ეტალონში“ გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითია სხვა მოსწავლეებისთვის. ჩვენ ყოველთვის ხელს შევუწყობთ ახალგაზრდებს, რომ მეტი მოტივაცია ჰქონდეთ და წარმატებებს მიაღწიონ,“ - განაცხადა გრიგოლ ნემსაძემ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ აღნიშნა, რომ წარმატებული ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტისგან ყოველთვის ექნებათ მხარდაჭერა:

„ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მარნეულში მაცხოვრებელმა ახალგაზრდამ „ეტალონის“ ფინალში მე-2 ადგილი დაიკავა. ამავე პოზიციას იზიარებს გუბერნია და ერთობლივი გადაწყვეტილებით, წარმატებულ მოსწავლეებს წამახალისებელი საჩუქრები გადავეცით. ეს ერთჯერადი აქცია არ იქნება. ადრეც დავაჯილდოვეთ მოსწავლეები, რითაც  მოტივაცია გავუჩინეთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს პოლონეთთან, სადაც ახალგაზრდებისთვის ბიზნეს კვირეული იმართება. კონკურსი გამოვაცხადეთ, შევარჩიეთ 2 ახალგაზრდა და ვუშვებთ პოლონეთში. მაქსიმალურად ვცდილობთ, წარმატებული ახალგაზრდების მიმართ ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ, რომ სამომავლოდ მეტი იმუშაონ საკუთარ თავზე, მეტი ისწავლონ და  შემდეგ გამოადგენენ ქვეყანას. ეს არის ჩვენი პოზიცია,“ - განაცხადა ლაშა ლობჯანიძემ.

ქვემო ქართლის გუბერნიის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ლევან ჟვანიას თქმით, წარმატებულ მოსწავლეებს წამახალისებელი ჯიდლოები მომავალშიც გადაეცემათ:

„წარმატებულ მოსწავლეებს წამახალისებელი ფულადი ჯილდოები გადავეცით, გარადა ამისა, ბანაკში მიგვყავს. წარმატებულ მოსწავლეებს მომავალშიც წავახალისებთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში,“ - აღნიშნა ლევან ჟვანიამ.

„ეტალონის“ ფინალში მე-2 ადგილზე გასული მონაწილე მილენა ადამიანი მადლობას უხდის გუბერნიასა და მერიას წახალისებისთვის:

„ეტალონი“ ძალიან საინტერესო პროექტია, მიხარია, რომ ვმონაწილეობდი და მე-2 ადგილი დავიკავე. ჩემთვის, ეთნიკურად არაქართველისთვის, ქართულ პროექტში საპრიზო ადგილზე გასვლა ძალიან დიდი წარმატებაა. სწორედ ამ წარმატებისთვის გუბერნიამ და მერიამ დამაჯილდოვა. დიდი მადლობა მათ საჩუქრებისთვის,“ - აღნიშნა მილენა ადამიანმა.

„ეტალონის“ კონკურსებსა და სასკოლო-საგანმანათლებლო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებული მალაქ აშიროვა აღნიშნავს, რომ წამახალისებელი საჩუქრები მისთვის დიდი მოტივაციაა:

„ნამდვილად არ ველოდი, რომ 5 წარმატებულ მოსწავლეს შორის ვიქნები. ფულადი ჯილდო  გადმოგვცეს და ასევე, ბანაკში მივდივარ. ძალიან გამიხარდა, ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა. მე ორჯერ ვმონაწილეობდი „ეტალონში“, სადაც დიდი გამოცდილება მივიღე. პროექტი დამეხმარა, რომ ჩემი ცოდნა შემემოწმებინა. გარდა ამისა, Etaloni.ge-ს კონკურსებში ვმონაწილეობდი, ერთ-ერთში პირველი ადგილი ავიღე. იმედი მაქვს, ყველას მოლოდინებს გავამართლებ და სასახელო ექიმი ვიქნები,“ - აღნიშნა მალაქ აშიროვამ. 

კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

რა ქულაზე ითვლება კლასი დაძლეულად და როდის არის სკოლა ვალდებული მოსწავლეს რემედიაციის პროგრამა გაატაროს

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

​მონაწილეებმა გამოიკვლიეს სამყარო, რომელშიც ცხოვრობენ, და დაინახეს, რომ სამშობლო მათი სახლიდან და სოფლიდან იწყება

სკოლა მადლობას უხდის ნინო შარაშიძეს და საჩუქრისა და მოსწავლეთა გახარებისთვის

მოსწავლეებმა - თამარ კუპრაშვილმა, ნუცა ტოგონიძემ და მარიამ ბუსხრიკიძემ მონაწილეობა მიიღეს და შექმნეს ნახატები

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება