სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ ძალიან დიდი მამულიშვილური საქმეა“ - პროექტის თანამოაზრე სკოლის დირექტორები გრანდიოზულ ფინალზე სიტყვით გამოვიდნენ
17-07-2018
-
+


„ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი რუსთაველის თეატრში 26 ივნისს გაიმართა. ინტელექტ-ჩემპიონატის საზეიმო ღონისძიებას სპეციალურად მოწვეული სტუმრები მთელი საქართველოდან ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ პროექტის თანამოაზრე სკოლის დირექტორები, რომლებმაც რუსთაველის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

თბილისის N133 საჯარო სკოლის დირექტორმა, ლიანა ფუტკარაძემ ინტელექტ-ჩემპიონატისა და Izrune.ge-ს მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტის ავტორს, გოჩა ტყეშელაშვილს მადლობა გადაუხადა:

„ფასდაუდებელია „ეტალონის“ წვლილი ჩვენს მოსწავლეებში სწავლისადმი ინტერესის გაღვივებისა, გონებისა და რწმენის დახმარებით, მინდა, ჩვენი სკოლის სახელით მადლიერება გამოვხატო დიდი მამულისშვილის, გოჩა ტყეშელაშვილის, პროექტ „ეტალონისა“ და საგანმანათლებლო, ინოვაციური პორტალი Izrune.ge-ს მიმართ. ის ნამდვილად გახდება ოჯახსა და სკოლას შორის გადებული თანამედროვე ხიდი. ჩვენ აქ ვართ და ვიზიარებთ ყველა სტრატეგიულ გამოწვევას სწავლის ხარისხის, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებისათვის,“- აღნიშნა ლიანა ფუტკარაძემ.



თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორმა, თენგიზ გულორდავამ დამსწრეებს ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალში ჩართვისკენ მოუწოდა:

„ეტალონი“ საუკეთესო პროექტია საგანმანათლებლო სისტემაში. ის ახალგაზრდას უსწრაფესი, სწორი გადაწყვეტილების მიღებას ასწავლის და მოსწავლის გონებრივ შესაძლებლობებს ავითარებს. მინდა, პროექტის სულისჩამდგმელ გოჩა ტყეშელაშვილს დიდხანს, დიდხანს მოღვაწეობა და ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო. რაც შეეხება Izrune.ge- ს, ძალიან ძლიერი პროექტია და სკოლებში მისი დანერგვა აუცილებელია. მშობელთა ჩართულობა, რომელიც ასე გვაკლია დღეს სკოლებში, ამ პროექტის საშუალებით გაიზრდება. ჩემო კოლეგებო, აუცილებლად ჩართეთ თქვენი მოსწავლეები და მშობლები ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალში, რათა ერთ მუშტად შეკრულებმა შევძლოთ ახალგაზრდების ბედნიერი მომავლის შექმნა“, - განაცხადა თენგიზ გულორდავამ.



რუსთავის N16 საჯარო სკოლის დირექტორმა, ირინა მელქაძე-გელაშვილმა „ეტალონს“ მამულიშვილური პროექტი უწოდა:

„ეტალონი“ ეს არ არის მხოლოდ პროექტი, ეს არის ძალიან დიდი მამულიშვილური საქმე, რომელსაც ბატონი გოჩა უდგას სათავეში და მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ ძალიან გვეამაყება თქვენი. ხელმძღვანელობთ პროექტს, რომელიც მოსწავლეებს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე აქტიურ მოქალაქეებად აყალიბებს, სკოლასთან, მშობლემთან და საზოგადოებასთან ერთად,“ - განაცხადა ირინა მელქაძე-გელაშვილმა.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

9 ოქტომბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა - დეტალურ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება