სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღონისძიებები, პროექტები, გამარჯვებები - ყანდაურის საჯარო სკოლა სასწავლო წელს აჯამებს
13-07-2018
-
+


ყანდაურის საჯარო სკოლაში, როგორც თანამშრომელთა, ასევე მშობელთა და მოსწავლეთა შორის, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყალბი ღირებულებების გადაფასებასა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდას. 

ამისთვის, სკოლა ცდილობს გადაწყვეტილების მიღებაში ყველა რგოლი აქტიურად ჩართოს. 

პერიოდულად, პრობლემების გამოვლენის მიზნით, მოსწავლეთა, მშობელთა და პედაგოგთა გამოკითხვა მიმდინარეობს.  

სკოლაში ბავშვებისათვის მშობლიური გარემოა და ისინი თავს უცხოდ არ გრძნობენ. სკოლის დირექცია მზადაა მათ მოუსმინოს, დაეხმაროს, მათი სიხარული და გაჭირვება გაიზიაროს. 

მიმდინარე წელს ბულინგის თემაზე საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთა შორის დისკუსია რამდენჯერმე მოეწყო. 

ბავშვთა დაცვის დღეს თეატრალური წრის წევრებმა  ზღაპარი „ცერცეტა“ წარმოადგინეს, რომელიც საქველმოქმედო იყო. შემოწირულობებით წრე დიაბეტით დაავადებულ სკოლის 2 მოსწავლეს დაეხმარა. 

თითქმის ყოველ სასწავლო წელს კლასები ლაშქრობებს აწყობენ, რომელშიც მშობლები, კლასის დამრიგებელი და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი.
 
სკოლაში  „მხიარული სტარტები“ და ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. პირველკლასელებმა  „ანბანის ზეიმიც“ წარმოადგინეს, რომელიც ქართული ენის დაცვის დღეს მიუძღვნეს.  

სასწავლო წლის დაწყებას სკოლა „ცოდნის ზეიმით“  ხვდება, ხოლო მეთორმეტე კლასელებს  „ბოლო ზარის“ ღონისძიებით აცილებს, რაც სასკოლო თემის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. 

საახალწლოდ მოსწავლეთა თვითმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით „საახალწლო კარნავალი“ მოეწყო. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოების დაახლოებას, რაც სკოლის დირექციასა და პედაგოგებს ეხმარება სკოლაში არსებულ სხვადასხვა გამოწვევას ერთობლივად გაუმკლავდნენ.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება