სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N5 საჯარო სკოლას ბევრი წარმატებული მოსწავლე ჰყავს
12-07-2018
-
+


ბათუმის N5 საჯარო სკოლას ბევრი წარმატებული მოსწავლე ჰყავს. ამ ეტაპზე რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ:  

ზურაბ თავართქილაძე - დაბადებული 1999 წლის პირველ დეკემბერს, უკვე კურსდამთავრებული და ოქროს მედლის კანდიდატი გახლავთ. მასთან  ერთად ოქროს მედლის კანდიდატები არიან ლელა გოგიტაური და რამინ დუმბაძე.

ზურა ბავშვობიდან განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა. ის მონაწილეობას საგანმანათლებლო კონკურსებში, ინტელექტუალურ თამაშებსა და ოლიმპიადებში იღებდა, სადაც გარკვეულ წარმატებას აღწევდა. 2016-2017 და 2017-2018 სასწავლო წლებში ის ერთადერთი მოსწავლე იყო აჭარიდან, რომელიც ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადის ქიმიის ფინალურ ტურში და ქიმიის საერთაშორისო ოლიმპადის ნაკრები ჯგუფის წევრობის შესარჩევ ტურში მონაწილეობდა. ზურა იყო ერთადერთი მოსწავლე აჭარიდან, რომელმაც 2016-2017 სასწავლო წელს, მე-11 კლასში საატესტატო გამოცდებში დამრგვალების გარეშე ოთხი ათიანი მიიღო (გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია) და საშუალო სკოლა წელს წარმატებით დაამთავრა. ზურა აჭარის სახელმწიფო ვაჟთა ანსამბლში მღეროდა და კარგადაც ხატავს.

ბათუმის მე-5 სკოლას კიდევ არანაკლებ წარმატებული მოსწავლე ჰყავს - უკვე მე-12 კლასელი მადონა ტრიფტანიდი. ის 2001 წლის 26 აპრილს დაიბადა. მადონა მრავალ კონკურსში, კონფერენციებსა და ოლიმპადებში გახლავთ გამარჯვებული. 2017-2018 სასწავლო წელს სამ საგანში (ინგლისური, რუსული, ბიოლოგია) ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობდა და ამჟამად ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადის ნაკრები ჯგუფის წევრია.


არანაკლებ წარმატებულია ფიზიკის მასწავლებელი ქეთევან ბასილაძე. მან მასწავლებლის სტატუსი აიმაღლა და ფიზიკაში წამყვანი მასწავლებელი გახდა. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება