სიახლეები
ყველაზე პოპულარული
კონკურსი

ქართული სფინქსის ისტორია - Etaloni.ge - ს ინიციატივას ბაღდათი უერთდება
12-07-2018
-
+


Etaloni.ge-ს მორიგ შემოქმედებით აქტივობას უკვე უამრავი მოსწავლე ეხმიანება.

ამჯერად თბილისის N59 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე ნატო მამადაშვილი საყვარელი სოფლისა და „ქვასაყდარას“ სანახავად გიწვევთ.

მისი თქმით, საქართველოში მრავალი ღირსშესანიშნაობაა და არის ადგილები, რომლებიც არათუ ტურისტებისთვის, ადგილობრივებისთვისაც უცნობია:

„მათ შორისაა ბუნებრივი საოცრება „ქვასაყდარა“ ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. კურორტ საირმის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე წაბლარას აუზში, ზღვის დონიდან 2205 მეტრ სიმალეზე, ადგილ ,,წითელმინდორის” ზედა ნაწილში მდებარეობს რამდენიმე ქვის სვეტი, რომლებსაც ადგილობრივები ,,ქვასაყდარას” უწოდებენ. ამ ადგილიდან იშლება ულამაზესი და თვალწარმტაცი ხედები. აქვე იმართება სახალხო ზეიმი, დოღი, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ეს არის უნიკალური ბუნებრივი წარმონაქმნი უძველესი დროიდან, რომელიც, ჩემი აზრით, ეგვიპტურ „სფინქსს" წააგავს. ყველას გირჩევთ, იხილოთ ის და დატკბეთ მიღებული შთაბეჭდილებებით. 

საქართველოში ტურისტებისა და ვიზიტორების ჩამოსვლის ძირითადი მიზეზი ჩვენი ქვეყნის უნიკალური კულტურა და ბუნებაა. ვიმედოვნებ, „ქვასაყდარაც" მალე გახდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის ცნობილი ტურისტული ცენტრი“, - აღნიშნა ნატო მამადაშვილმა.

ახლა შენი ჯერია. გახდი შენი მხარის საზაფხულო მეგზური Etaloni.ge - სთან ერთად.

ინიციატივა 9 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება