| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

- ჩემი მოსწავლეები ყოველთვის არიან სიურპრიზებისა და სიახლის მოლოდინში, მათ არასდროს იციან რას შევთავაზებ გაკვეთილზე. იმისათვის რომ სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ყოფილიყო, გავაკეთე თვალსაჩინო პოსტერები, შევქმენი ქარგები, რომელის სხვადასხვა თემატიკას მრავალფეროვნად მოერგება. მაგალითად, პერსონაჟი რას გრძნობს და რას ფიქრობს ბავშვმა თავად უნდა გამოიცნოს, მთავარი სათქმელი ტექსტში უნდა მოიძიოს. ვეკითხები, როგორ გააგრძელებდა ამ ამბავს, რას დაუკავშირებდა თავისი რეალური ცხოვრებიდან. გაკვეთილზე ვადგენთ წინადადებებს, იმპროვიზებულად განვავრცობთ სათქმელს. ამ მიდგომებით მოსწავლეები ლექსიკურ მარაგს იმდიდრებენ, ფაქტების დაკავშირება-შეპირისპირებასა და აზროვნებას სწავლობენ.
ნინო გურეშიძის მოსწავლეების შედეგებით იმდენად დაინტერესდნენ, რომ პროექტის ფარგლებში, მათემატიკის მიმართულებით განათლების ექსპერტმა გიორგი ნოზაძემ სასწავლო ფილმი გადაიღო.
საპილოტე რეჟიმში ჩატარებული გარე შეფასებისას, ნინო მასწავლებლის მოსწავლეების ცოდნის დონითა და აზროვნებით ექსპერტები განსაკუთრებით კმაყოფილნი დარჩნენ. პედაგოგმა გარე შეფასების პირველ ეტაპზე უმაღლესი ქულა დაიმსახურა.
- როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის თქვენს ცხოვრებაში „მასწავლებლის ეროვნიული ჯილდოს მოპოვება?
- ჩემთვის მასწავლებელთა საუკეთესო ათეულში მოხვედრა უკვე დიდი მიღწევა და სტიმულია. პროექტის ფარგლებში მრავალი ლამაზი დღე გველოდება წინ. მნიშვნელოვანია, რომ საუკეთესო სპეციალისტებთან, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება მოგვიწევს და ჩვენი ურთიერთობა კვლავაც გაგრძელდება.
- რას გვეტყვით სამომავლო გეგმების შესახებ...
- სასერთიფიკაციო გამოცდები ჩავაბარე. სექტემბრიდან წამყვანი მასწავლებლის პოზიციაზე ვიქნები. აუცილებლად ვიბრძოლებ, რომ მენტორი მასწავლებელი გავხდე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ნაშრომები სკოლასა და საგანმანათლებლო სივრცეს გამოადგეს.
იხილეთ ვიდეო:
წინ კი უამრავი გეგმა, მიზანი და წარმატებაა
შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან
ცნობილია, რა ცვლილებები შეეხებათ მოსწავლეებს და მასწავლებლებს ამ სასწავლო წლიდან მოსწავლეებს
მასწავლებლის მომზადების 300-კრედიტიანი პროგრამა უქმდება - უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებას პარლამენტი განიხილავს
გაიცანით განათლების ახალი მინისტრი, რომელიც მანამდე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა - საკადრო ცვლილება აფხაზეთის ა/რ მთავრობაში
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს
GAHS და GAS პრესტიჟული საერთაშორისო აღიარების - LEADER OF THE YEAR - მფლობელები გახდნენ