| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს კონკურსს, ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ინკლუზიური პროფესიული განათლების პროფესიული ზედამხედველის (სკოლის ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით) პოზიციაზე.
კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება წარმოებს 2026 წლის 05 მაისიდან 2026 წლის 14 მაისის ჩათვლით;
კონკურსის მონაწილე პირმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში უნდა (subject) მიუთითოს სახელი, გვარი და ვაკანტური პოზიციის დასახელება.
განაცხადის შესავსებად გთხოვთ, დააკლიკოთ აქ - სააპლიკაციო ფორმა
ელექტრონულ ფოსტაზე (hr3@mandaturi.gov.ge) გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:
იხილეთ დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის ან ოკუპაციური თერაპიის ან განათლების ადმინისტრირების მიმართულებით;
ბ) სამუშაო გამოცდილება - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განათლებისა და მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) სამუშაო გამოცდილება - პროფესიული და/ან ზოგადი განათლების მიმართულებით - არანაკლებ 1 წელი;
დ) სამუშაო გამოცდილება - ინკლუზიური პროფესიული განათლების მიმართულებით - არანაკლებ 1 წელი (სასურველი);
ე) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურების სფეროში პროფესიული ზედამხედველობის ან/და მომსახურების კოორდინირების გამოცდილება (სასურველი);
ვ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
ზ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი);
თ) საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint, Microsoft Outlook).
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი