სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძეგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ამერიკის საელჩოს საზღვაო ფლოტის ქვეითებმა უმასპინძლეს
11-07-2018
-
+


ძეგვის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს ამერიკის საელჩოს საზღვაო ფლოტის ქვეითებმა ამავე ქვეყნის საელჩოში უმასპინძლეს. 

ქვეითებმა სამწუთიანი ვიდეორგოლი უჩვენეს, რომელიც წვრთნებსა და სხვადასხვა ქვეყნის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას საინტერესოდ წარმოაჩენდა. 

მოსწავლეებს და ქვეითებს შორის თბილი და მეგობრული საუბარი წარიმართა. სამხედროები შეკითხვებს მხიარულად და დაუზარებლად პასუხობდნენ, მოგვიანებით კი სტუმრებს საკუთარი სამხედრო აღჭურვილობაც მოარგეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

საზღვაო ფლოტის ქვეითებთან შეხვედრამდე მოსწავლეები ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივი ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა, ნანა შუბლაძემ მიიღო. მან თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების პირობებში საელჩოს დანიშნულებასა და ვალდებულებებზე ისაუბრა. 

სკოლის დირექციის ცნობით, დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა. ძეგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ტრადიციას არ უღალატეს, მისიის წევრები და სხვა მასპინძლები ძეგვის დასათვალიერებლად დაპატიჟეს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ და პედაგოგთა თბილმა დახვედრამ ბავშვებს ლამაზი ემოციები აჩუქა

სკოლის ეზოში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა

 

 

15 სექტემბერს, სკოლამ მოსწავლეებს კარი საზეიმოდ გაუღო

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება